ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ აგრესიის მართვისა და კონფლიქტის ინტელექტის დონეზე მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აგრესიით პრობლემები არ გვარდება:
„აგრესიით პრობლემის მოგვარება არ ხდება. აგრესიით სიმპტომი აღარ ჩანს. ყოველთვის ეცადეთ, რომ პროცესი მოიგოთ ინტელექტის დონეზე. ამ დროს თქვენ პიროვნებას იგებთ და აგრესიით იგებთ კონკრეტულ შემთხვევას. ხშირად აგრესიაზე არააგრესიული პასუხი უკვე მოგებაა. ხშირად ისმის კითხვა, ქალები რატომ გახდნენ ქუჩაში უფრო ვაჟკაცურები უსამართლობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები? ქალს აპრიორი გარანტირებული აქვს გამარჯვება.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მარცხი ფსიქოლოგიურია და მაშინ ვმარცხდებით, როდესაც ვთვლით, რომ დამარცხებულები ვართ:
„დავუშვათ, რომ თქვენ (ქალი) ჩაერიეთ და ვიღაცამ ხელი დაგარტყათ. ვინ არის დამარცხებული? დამარცხებული არის ის. კაცს თუ დაარტყა და დააგდო, უკვე კაცია დამარცხებული. ქალის წასვლა რისკზე მარცხის გარეშეა. მე ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ მარცხს. ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩება ქალი. მარცხი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ დამარცხდით.“
„როდესაც მე ვამბობ, რომ არავის აზრი არ მაინტერესებს, ამით ჩემს თავს ვიცავ. არ არსებობს ადამიანი, რომ არავის აზრი არ აინტერესებდეს. ყველაფრის თავიდათავი არის განათლება. სპეციალობის სწავლა არ ნიშნავს, რომ განათლებული ვარ. ძალიან დავიწროვდა ფოკუსი. მხატვრული ლიტერატურა რას აკეთებს? სანამ თქვენ 88 წლის გახდებით და რაღაცას მიხვდებით, სხვის გამოცდილებას სწრაფად იღებთ. ადამიანებს ამისთვის აღარ სცალიათ,“- აღნიშნულ საკითხებზე ზურაბ მხეიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა?“ - ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის განვითარებისთვის უფროსის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ბავშვებს განვითარებისთვის დიდები სჭირდებათ გვერდით. თუ ხეზე ადის ბავშვი, ავდივართ ხეზე ერთად და იქიდან ვუზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებას. ერთობლივი საქმის კეთება იმდენად ძლიერი განმავითარებელი ძალაა ბავშვებში, რომ ეს ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია. სადაც ბავშვები იზრდებიან აკრძალვების გარემოში, იქ განვითარება ფერხდება. სადაც წახალისების გარემოა, იქ განვითარება იძებს ძალას.“
პაატა ამონაშვილმა, მშობლებს ურჩია, რომ ბავშვს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცენ:
„სასურველია, რომ იქ, სადაც თავს არ დაიავადებენ, ბავშვებს საშუალება მივცეთ, რომ თავისი გამოცდილება მიიღონ. მოდი, თბილად ჩავიცვათ და ისე წავიდეთ და ვიყოთ ბავშვის გვერდზე, როდესაც მას ცივ ტყლაპოში თამაში უნდა.“
„ყველა უნდა არის ვიღაცისთვის და რაღაცისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ ბავშვი უნდა წავიდეს ბაღში, უნდა დავფიქრდეთ, პირველ რიგში, ეს ჩვენთვის ხომ არ არის „უნდა.“ აგერ სამსახურია, დრო არ არის, ამიტომ ბავშვი უნდა წავიდეს. დამტოვებელიც აღარ არის არავინ. ბავშვის თვალთახედვიდან, 3-4 წლის ასაკში ბავშვს, რა თქმა უნდა, სჭრიდება ოჯახი, პირველ რიგში. ოჯახი, სადაც დედაა, მამაა, იქ ყველაზე უკეთ ვითარდება ბავშვი. საუკეთესო ბაღი ამ კუთხით იქნებოდა ბაღი, სადაც ბავშვი ასევე განაგრძობს, რომ თავი იგრძნობს ოჯახში, სადაც აღმზრდელი დედასავით საყვარელი ადამიანი ხდება,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.