„ბავშვს სასურველია ზრდიდეს ორივე მშობელი. უამრავი კვლევა არსებობს, თუ რატომ არის ეს სასურველი. კვლევებით მტკიცდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ზრდასრულ ასაკში ბავშვის აკადემიურ მიღწევაზე გავლენას ახდენს უფრო დედასთან ურთიერთობა, ხოლო ემოციურ ჩამოყალიბებაზე - მამასთან ურთიერთობა. ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.“
მარიამ ხვადაგიანის თქმით, თუ მშობლები აღზრდაში აქტიურად ვერ მონაწილეობენ, სასურველია ეს როლი ბებია-ბაბუამ იტვირთოს:
„იმ შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არ არის, სასურველია ბებია და ბაბუა იღებდნენ მონაწილეობას აღზრდაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ბებია-ბაბუა ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში, უკვე გადავდივართ ძიძაზე. რა თქმა უნდა, ვერც ბებია და ვერც ძიძა ვერ ანაცვლებს მშობელთან ურთიერთობას.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დღეში ერთი საათი მაინც გამოყოს კონკრეტულად ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს დრო უნდა გამოვყოთ არა ჯგუფური აქტივობებისთვის, არამედ კონკრეტულად „მე და ჩემი შვილი.“ ეს ურთიერთობა სასურველია, რომ იყოს ყოველდღიურად დღეში ერთი საათი მაინც,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა Music Box-ის ეთერში ისაუბრა.
წყარო: Music Box
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)