,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს?
„შენთან საუბარს აზრი არ აქვს! გაიზრდები და ნახავ!“ - რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს? - თემაზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ:
„ძალიან ხშირად ბავშვებს ნეგატიურად ვაპროგრამებთ - „შენგან არაფერი გამოვა“, „შენთან საუბარს აზრი არ აქვს“, „გაიზრდები და ნახავ“, - მუდმივი ბრალდებებია ბავშვის მიმართ. სიტყვას, ლინგვისტურ ველს ძალიან დიდი ძალა აქვს. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვეუბნებით, ვიდრე რას ვეუბნებით, რადგან შეიძლება ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს და ისე დაანგრიო, რომ მას ძალიან გაუჭირდეს შემდგომში რეაბილიტაცია. შეიძლება ბავშვობაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე, თუნდაც ყვირილზე, ზრდასრულ ასაკში ჰქონდეს ისეთი სომატური რეაქციები, რომ ვერც აკავშირებდეს, საიდან მოდის ეს,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.