,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:
,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
შვილები მშობლების ცხოვრებას რადიკალურად ცვლიან, ასე ვთქვათ, ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. თუმცა შვილები ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა, საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა სულაც არაფერს ნიშნავს. ხშირად ამბობენ მშობლები ფრაზას - „არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა შვილს პირველად აიყვან ხელში.“
ზუსტად შვილის ხელში პირველად აყვანის მომენტიდან, მშვიდი, რომანტიკული, თავისუფალი... ცხოვრება იცვლება და სულ სხვანაირი იწყება. სწორედ ამ განსხვავებას ასახავს ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ ნახავათ