„როდესაც, II კლასელი ბავშვის დასმულ შეკითხვაზე, მასწავლებელი წარბებს აზიდავს, გაკვირვებულ ინტონაციას მოირგებს და ხმამაღლა, კლასის გასაგონად იქით იკითხავს: „ეს როგორ არ იცი?"
ჩნდება საფრთხე იმის, რომ:
- ამ ბავშვმა აწი აღარასოდეს დასვას შეკითხვა, უბრალოდ შეეშინდეს შეკითხვის დასმის."სისულელედ ხომ არ აღიქვამენ ჩემს შეკითხვას"?
- გახდეს თანაკლასელების დაცინვის ობიექტი, რადგან მასწავლებელი აღშფოთდა და აბა როგორ?
- გაუჩნდეს თვითშეფასების სერიოზული პრობლემა,რადგან მან ხომ ელემენტარული არ იცის....
ეს პრობლემების კასკადის რისკების, მინიმალური, ჩამონათვალია.
მეტი ინფორმაცია სკოლებს, ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მოწყვლადობაზე, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობაზე და არა ჩაკვლა-ჩაქოლვაზე....“ - წერს მედეა ზირაქაშვილი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)