Baby Bag

„ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ქალი გააჩენს 1-2 ან 3 ბავშვს და მერე არის მოუვლელი, აჯაჯული-დაჯაჯული, თმადაუვარცხნელი... ეს ძალიან მძიმე ასატანია მამაკაცისთვის,“ - მარინა კაჭარავა

„ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ქალი გააჩენს 1-2 ან 3 ბავშვს და მერე არის მოუვლელი, აჯაჯული-დაჯაჯული, თმადაუვარცხნელი... ეს ძალიან მძიმე ასატანია მამაკაცისთვის,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ორივე მათგანის მხრიდან საკუთარი თავისადმი ზრუნვისა და პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

​შიდა პატარ-პატარა დღესასწაულები მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა იყოს რაღაცით მომხიბვლელი ქალიც და მამაკაციც. უნდა იზრუნონ თავის ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე, სისუფთავეზე, ეკოლოგიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ქალი გააჩენს 1-2 ან 3 ბავშვს და მერე არის მოუვლელი, აჯაჯული-დაჯაჯული, შეიძლება დასვრილი ტანსაცმლით, თმადაუვარცხნელი. ის იმადლება: „მეტი რა ვქნა, რამდენი შვილი გავაჩინე და ამიტანეთ ასეთი.“ ეს ძალიან მძიმე ასატანია მამაკაცისთვის. რა თქმა უნდა, ის შვილების გამო, რაღაცის გამო შეიძლება იტანდეს, მაგრამ შემდგომში მისთვის ცოტა მძიმე ხდება ურთიერთობა.“

მარინა კაჭარავას თქმით, ქალისთვისაც რთული ასატანია, როდესაც ის ვითარდება, მისი მეუღლე კი - არა:

„ასევე ემართება ქალსაც, როდესაც ის უვლის თავს, იზრდება, ვითარდება, სწავლოს, მისი მეუღლე კი რჩება 18-20 წლის ასაკში, ალკოჰოლიზაციაში, ნარკოტიზაციაში, აბსურდულ თემებსა და უაზრობაში რჩება. ​თუ ის არ გაიზარდა, შესაძლებელია ეს უფსკრული გაჩნდეს მათ შორის.“

„ყველაფერს ვგულისხმობ, დაწყებული გარეგნობიდან, კბილებიდან, კანიდან, დასრულებული ჯანმრთელობით. ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა განიხილავდეს პიროვნებად და პატივს სცემდეს. სხვა შემთხვევაში ის ვერ შეძლებს, რომ სხვას პატივი სცეს. ეს აუცილებელი პირობაა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„ცოლი რაკი გახდი, ქალი აღარ ხარ? - აუცილებლად მიხედე თავს და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალი...
ქალს უნდა აგრძნობინო, რომ ის ქალღმერთია და შენ ღმერთკაცად გაქცევსქალი მელოდიაა - ის ქმნის ოჯახის მუსიკასქმარი ქალის პირველი შვილია და მის ქმრად და მამად აღზრდაშიც უნდა შეიტანოს წვლილიცოლი რაკი გახდი,...