„აშშ-ში ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახები, სადაც ერთად აკეთებენ სადილს და ერთად სადილობენ, უფრო შედუღაბებულია და არ ინგრევა. დღეს რა ხდება? ვინ როდის რას ჭამს არავინ არ იცის. ყველა მუშაობს, ყველა დარბის, კონტაქტები აღარ არის. ერთად წასვლა, კონტაქტი არის მნიშვნელოვანი. ამერიკაში ოჯახზე ორიენტირებული კულტურაა. იქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახურ შეკრებას. პარასკევი, შაბათ-კვირა ოჯახი დროს ერთად ატარებს. ისეთ მეგობრებთან ატარებენ დროს, რომლებსაც შვილები ჰყავთ. სადმე მიდიან ერთად. ეს გვამახსოვრდება ცხოვრებაში.“
მარინა კაჭარავას თქმით, ადამიანებმა თვეში რამდენჯერმე მაინც უნდა გაახარონ ერთმანეთი:
„ასეთი ბევრი სიხარული ერთმანეთს რომ მოუტანონ ადამიანებმა თუნდაც თვეში რამოდენიმეჯერ, ეს ჩვენს ნაცრისფერ ყოფას გააფერადებს. სიცოცხლეა თვითონ ძალიან დიდი ღირებულება, ის, რომ თენდება, რომ ღამდება, ხელები გაქვს, ფეხები გაქვს, ახლობლები ცოცხალი გყავს.“
„მადლიერება თუ არ გაქვს, რაც უნდა კარგ სიტუაციაში აღმოჩნდე, მაინც დრამას ქმნი და უკმაყოფილო ხარ. ფსიქო-სომატური დაავადებები არ აქვს აფრიკის ტომებში ბევრს. შეიძლება ბანჯოზე უკრავდეს ადამიანი და ბედნიერი იყოს. წარმატება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობა, სიმშვიდე. ნეგატივიც ჩვენი ცხოვრებაა, მაგრამ სახლში შედი სიყვარულით. შვილებსა და მეუღლეზე არ უნდა მოხდეს ბრაზის გადატეხვა,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „ფორტუნა“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge
-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)