Baby Bag

ნოდარ დუმბაძის ეს ორი წიგნი კორონავირუსით გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

ნოდარ დუმბაძის ეს ორი წიგნი კორონავირუსით გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ
​MomsEdu.ge გთავაზობთ კარანტინის დროს წასაკითხ ორ წიგნს - ნოდარ დუმბაძის პირველ და ბოლო რომანს. 

მწერლის პირველი რომანია ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", უკანასკნელი კი ,,მარადისობის კანონი'' . 

1. ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. 

2. ,,მარადისობის კანონი'' -  ნოდარ დუმბაძის ბოლო რომანია. სიკეთისა და ბოროტების მუდმივი ბრძოლის თემა მწერლის არც ამ ნაწარმოებს ტოვებს. რომანის მთავარი გმირის, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბაჩანას აზრით, მხოლოდ ხელოვნური გულის მქონე ადამიანს შეუძლია ბოროტებას მშიდად უცქიროს. ის საკუთარ ექიმს ეუბნება:,,სანამ ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს სულებს უკვდავების მოპოვებაში ...".

წაიკითხეთ წიგნები და არ დაგავიწყდეთ!!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 351 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დღემდე 8 233 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 5,5%, ბოლო 14 დღის - 7,81%, ბოლო 7 დღის - 7,36%.

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა - 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია - 14 703.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად 85 ადამიანი იმყოფება.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 186, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 1 611. 

წაიკითხეთ სრულად