Baby Bag

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

„ქალს აქვს იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია,“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა

მეან-გინეკოლოგმა თიკო გოთუამ საქართველოში საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისრო კვეთასთან შედარებით უპირატესობები აქვს:

„შედარებას თუ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ფ​იზიოლოგიური მშობიარობა სჯობს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ნაყოფი თვითონ არის ჩართული თავის დაბადებაში, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, როდის მოევლინოს ქვეყნიერებას. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ერთი-ორი დღე აქვს რეაბილიტაციის პერიოდი, საკეისრო კვეთას - უფრო ხანგრძლივი. გართულებები საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო დიდი და სავალალოა, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს.“

„ჩვენთან ძნელია ზღვარი გაავლო, სად არის ფიზიოლოგია და პათოლოგია. საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ჩვენებით. სამწუხაროდ, მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ საკეისრო კვეთის ჩარევის ჩვენებები გაიზარდა. ამას ემატება ქალის იურიდიული უფლება, რომ აირჩიოს, რა გზით იმშობიაროს, არჩევანი თავისუფალია. პირველი იანვრიდან კიდევ მკაცრდება საკეისრო კვეთის ჩარევებთან მიმართებაში სახელმწიფოსგან წესები,“ - აღნიშნულ საკითხზე თიკო გოთუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„საკეისრო კვეთა თუ კეთდება ჩვენების გარეშე, ექიმმა ეს ბრძოლა წააგო,“ - მეან-გინეკოლოგი ნიკ...
​მეან-გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობებზე ისაუბრა და არასაჭირო შემთხვევებში საკეისრო კვეთის გაკეთების მავნე მხარეებს გაუსვა ხაზი:„საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომელსაც...

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად