Baby Bag

„დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება,“ - ნევროგოლი მარინა ჯანელიძე

„დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება,“ - ნევროგოლი მარინა ჯანელიძე

ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორი კვებისა და სითხის სათანადოდ მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ტვინში არის ძალიან წვრილი სისხლძარღვები. იქ რომ სისხლმა გაიაროს, უნდა იყოს ძალიან დენადი. თუ წყალს არ დავლევთ, სისხლი ნაკლებად მოძრაობს. ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველ კილოგრამზე 30 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოს.“

მარინა ჯანელიძის თქმით, დაღლილობას ხშირად არასწორი კვების რეჟიმი იწვევს:

„მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ არასწორი კვების რეჟიმი გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში დილის და შუადღის კვებაა წამყვანი. ქართველები, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ საღამოს ჭარბ კვებას. დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.“

„საქართველოში პრაქტიკულად დილას არავინ ნოყიერად არ საუზმოს. ეს იწყება დღის მეორე ნახევრიდან. თუ ამას ჩავანაცვლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება. დიდი ულუფა კიდევ უფრო დაღლილობას იწვევს, ვიდრე მცირე ულუფა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჯანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გინდათ, რომ ლიმონიანი ჩაისგან მართლა გქონდეთ სარგებელი, ეს რჩევა გაითვალისწინეთ...

თუ გინდათ, რომ ლიმონიანი ჩაისგან მართლა გქონდეთ სარგებელი, ეს რჩევა გაითვალისწინეთ...

ლიმონიანი ჩაის შესახებ ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

მისი თქმით, ჩაის დასხმის შემდეგ მას შეგრილება უნდა ვაცადოთ და ლიმონი შემდეგ ჩავაწუროთ, რათა არ მოხდეს C ვიტამინის დაშლა:

,,ლიმონი დიდი რაოდეონობით C ვიტამინს შეიცავს, C ვიტამინი კი ძალიან მგრძნობიარეა ცხელის მიმართ. ამიტომ როცა ჩაის გაამზადებთ, შეეცადეთ მასში ლიმონი ეგრევე არ ჩააწუროთ. ლიმონი შეგრილების შემდეგ ჩაამატეთ. გარდა ამისა, ცხელი ჩაის წლების განმავლობაში ძალიან ხშირი მიღება არ შეიძლება, რადგან ეს საყლაპავის სიმსივნის გამომწვევი მიზეზია.'' 

სხვა საინტერესო დეტალები ლიმონიანი ჩაის შესახებ იხილეთ ვიდეოში

 


წაიკითხეთ სრულად