Baby Bag

როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი მარტივად და სწრაფად? - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი მარტივად და სწრაფად? - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ყელის ტკივილის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალების შესახებ ისაუბრა:

„აქ შენ გაიგებ იმას, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოიშორო უმარტივესად. ძალიან ბევრს აწუხებს ყელის ტკივილი. როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი, თუ სახლში ხარ, იღებ მედიკამენტებს და შედეგი არ გაქვს. ყელის ტკივილი თავისითაც აგილაგდება 2-დან 7 დღეში. მე შენ გასწავლი უფრო მარტივ, უფრო კარგ გზას ყელის ტკივილის წინააღმდეგ, ვიდრე მედიკამენტებია.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ყელის ტკივილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი მარილიანი თბილი წყლის სავლებია:

„ყველაზე კარგი გზა, რომ ყელის ტკივილი მოაგვარო, არის მარილიანი თბილი წყლის სავლები. დამერწმუნე, ეს არის პირველი ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება, როდესაც ვინმეს აქვს ყელის ტკივილი. უნდა აიღო 240 მილილიტრი თბილი წყალი. მასში უნდა გახსნა ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. კარგად მოურიო და გამოივლო 15 წამის განმავლობაში ძალიან კარგად. ეს ხსნარი არ გადაყლაპო. სავლები უნდა გაიკეთო ყოველ 1-2 საათში.“

„სოდის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ სჯობს გამოიყენო მარილი. ეს ნამდვილად სანდოა. ყელის ტკივილის მართვა ასევე უნდა მოხდეს პარაცეტამოლით და იბუპროფენით 6 თვის ასაკიდან. ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთჯერადად, არამედ ყოველ 6 საათში, სანამ შენ ყელი გტკივა. მიიღეთ ბევრი სითხე. მოერიდეთ საუბარს, თამბაქოს კვამლს, ცხელ ან ცივ საკვებს, უხეშ და მკვრივ საკვებს, ცხარეს და მჟავეს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ პირბადე 20 თეთრზე მეტი ღირს, ის არის ცუდი, კარგი პირბადე 20 თეთრზე მეტი ვერ ეღირება''

,,თუ პირბადე 20 თეთრზე მეტი ღირს, ის არის ცუდი, კარგი პირბადე 20 თეთრზე მეტი ვერ ეღირება''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე პირბადეებზე საუბრობს. მისი თქმით, 20 თეთრზე ზემოთ თუ ღირს პირბადე, ის არ უნდა ვიყიდოთ:

,,თუ პირბადე 20 თეთრზე მეტი ღირს, ის არის ცუდი, კარგი პირბადე 20 თეთრზე მეტი ვერ ეღირება. თუ ღირს 21 თეთრი, ის ნაგავია და არ იყიდოთ. კარგი პირბადე, არა აქვს მნიშვნელობა საბავშვოა თუ არა საბავშვო, ყველა უნდა ღირდეს 20 თეთრი ან ნაკლები,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, სამედიცინო პირბადის სტანდარტია - EN14683 Type I, II, IIR

ნახეთ ვიდეო ☝️ 

წაიკითხეთ სრულად