Baby Bag

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

ექიმმა-ალერგოლოგმა ნინო ლომიძემ სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა:

„რას მივაქციოთ ყურადღება, როდესაც სეზონური ალერგია გვეწყება? ეს არის ცემინება, სურდო, თვალების ქავილი, ხველა, ხმის ტემბრის ცვალებადობა. პანდემიის პერიოდია და შესაძლებელია ადამიანმა დასაწყისში სწორად ვერ გააკეთოს დიფერენცირება. არის დეტალები, რითაც ალერგიის ინფექციისგან განსხვავება შეგვიძლია. ერთ-ერთი არის ქავილი. გაციების დროს ქავილი არ გაქვს. ვირუსული ინფექცია 7-10 დღე გრძელდება. ალერგია შესაძლებელია გაგრძელდეს თვეობით.“

„ბუნება იღვიძებს თებერვლის დასაწყისიდან და გვიან შემოდგომამდე ყვავის. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს. მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, რომ ვიცოდეთ, რომელი მცენარეა დამნაშავე ჩვენს ალერგიაში. თუ ადამიანმა იცის, რომ კვიპაროსზე აქვს ალერგია, სანამ კვიპაროსი ყვავილობას დაიწყებს, 10 დღით ადრე პრევენციულად უნდა მივცეთ მას მედიკამენტი, რომ შემზადებული შეხვდეს ყვავილობას და მინიმუმამდე დავიდეს სიმპტომები. როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში? განკურნების გზა მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არის იმუნოთერაპიის გზა. ეს გულისხმობს ანტიალერგიულ აცრებს. ჩვენ რომ ვიცით, რაზეა პაციენტი ალერგიული, ინექციის სახით ალერგენი შედის ორგანიზმი, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს და ტოლერანტული გახდეს. ეს ძალიან ეფექტიანია. კეთდება როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ზრდასრულებში. ეს ეხება არამარტო მცენარეებს, არამედ ოთახის მტვერს, ცხოველზე ალერგიას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუკის დიეტა, რომლითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა

ნუკის დიეტა, რომლითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის გვერდზე დიეტას აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა. ​ფოტო.

გთავაზობთ ნუკის დიეტას: 

ესე იგი პირველი ათი დღე:

დილას 

10 სთზე 100 გ. ხაჭო + 150 გრ ხილი
1 საათზე ერთი კვერცხი+ ყველი + 200 გრ ბოსტნეული
4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გრ + ბოსტნეულის სუპი
7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი
9 საათზე 300 გრ კეფირი
ყველაფერი უმარილოდ და უშაქროდ.  ეს პირველი 10 დღე

მერე 

10- 1 ც იოგურტი
13- 300 გრ ხილი
16- 150 გრ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი
19- 250 გრ ბოსტნეულის სალათი
21- 300 მლ კეფირი
ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი ეს შემდეგი 10 დღე

მერე 

10- 1 ც კიტრი, ერთი ნაჭერი ყველი
13- 200 გრ. ხაჭო
16 - 150 გრ. ხორცი, 1 ც კიტრი, 1 ც პომიდორი
19- 250 გრ. ბოსტნეული და 2 ც კიტრი ესეც 10 დღე

და ბოლოს

1-3 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი, 200 გრ ხაჭო, 1 ც კვერცხი, 200 გრ ხორცი, 0,5 ლიტრი კეფირი

4-6 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ბოსტნეული

7-9 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ხილი

წაიკითხეთ სრულად