Baby Bag

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

ექიმმა-ალერგოლოგმა ნინო ლომიძემ სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა:

„რას მივაქციოთ ყურადღება, როდესაც სეზონური ალერგია გვეწყება? ეს არის ცემინება, სურდო, თვალების ქავილი, ხველა, ხმის ტემბრის ცვალებადობა. პანდემიის პერიოდია და შესაძლებელია ადამიანმა დასაწყისში სწორად ვერ გააკეთოს დიფერენცირება. არის დეტალები, რითაც ალერგიის ინფექციისგან განსხვავება შეგვიძლია. ერთ-ერთი არის ქავილი. გაციების დროს ქავილი არ გაქვს. ვირუსული ინფექცია 7-10 დღე გრძელდება. ალერგია შესაძლებელია გაგრძელდეს თვეობით.“

„ბუნება იღვიძებს თებერვლის დასაწყისიდან და გვიან შემოდგომამდე ყვავის. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს. მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, რომ ვიცოდეთ, რომელი მცენარეა დამნაშავე ჩვენს ალერგიაში. თუ ადამიანმა იცის, რომ კვიპაროსზე აქვს ალერგია, სანამ კვიპაროსი ყვავილობას დაიწყებს, 10 დღით ადრე პრევენციულად უნდა მივცეთ მას მედიკამენტი, რომ შემზადებული შეხვდეს ყვავილობას და მინიმუმამდე დავიდეს სიმპტომები. როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში? განკურნების გზა მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არის იმუნოთერაპიის გზა. ეს გულისხმობს ანტიალერგიულ აცრებს. ჩვენ რომ ვიცით, რაზეა პაციენტი ალერგიული, ინექციის სახით ალერგენი შედის ორგანიზმი, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს და ტოლერანტული გახდეს. ეს ძალიან ეფექტიანია. კეთდება როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ზრდასრულებში. ეს ეხება არამარტო მცენარეებს, არამედ ოთახის მტვერს, ცხოველზე ალერგიას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

შეიძლება დაინტერესდეთ

სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავასთვის მილიონი ლარის შეგროვების კამპანია დაიწყო

სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავასთვის მილიონი ლარის შეგროვების კამპანია დაიწყო

სოციალურ ქსელში მეწარმე ​ანა მიქელაძე-ჩიკვაიძე ლადო აფხაზავასთვის მილიონის შეგროვების ინიციატივით გამოვიდა. 

აღნიშნული თანხა მას „მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019-ის“ აღების შემთხვევაში უნდა მიეღო, მიღებულ თანხას კი ისევ განათლებას მოახმარდა.

სწორედ ეს გახდა ანასთვის მამოტივირებელი. მის ფეუსბუქ სტატუს გამოხმაურება მოჰყვა. ლადოს გულშემატკივრები ანგარიშის ნომერს ითხოვენ, სადაც თანხის გადარიცხვას შეძლებენ. 

იხილეთ ანა მიქელაძე-ჩიკვაიძის პოსტი:

„ლადო აფხაზავას კი არა მეგოობრებო (ცხადია ლადოსაც) კი არ ჭირდება დახმარება - ჩვენ გვჭირდება, იმისთვის რომ იმაზე უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვართ..
ხო
გეხვეწებით,
გეაჯებით,
გემუდარებით,
ბევრი კარგი მასწავლებელი რომ არის და ღირსეული ხელფასები არა აქვთ, ამას ნუ შემახსენებთ. ვიცი ეგ
და
ლადო აფხაზავა რომ უცხოელებმა აღმოაჩინეს და „მასონია" -ისიც ვიცი!!!!

ყველას დაეხმარეთ ვისზეც ხელი, გული და ტვინი მიგიწვდებათ ეს გაგვაკეთილშობლებს...
მე რომ გამიჭირდა და 5 ლარიტ წამოვედი დიდი ბიზნესიდან , დღემდე მეხმარებიან მეგობრები და უცნობი ადამიანები.!

--ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის და იმათ ვისაც
განუზრახავს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩამოყალიბდეს- ნუ ამუნათებთ თქვენი ჭირი-მე- თ...

არაა აუცილებელი ვკვდებოდე,
შიმშლით სული მძვრებოდეს
კიბო მქონდეს ან
კიდე უარესი
დედმა მამტოვოვოს 20 წლის ასკაში
ან 60 -ისასაკში ...

გახარებული რომ ვარ
,მსოფლიოს ეკრანებზე რომ გავიბირწყინე და ჯეორჯიან მასტერ ისმოდა ნახეავრი წელი-
ამისთვის გავიღოთ ჩვენი გასაღებელი..

ერთი , ფეხზე ცხავრგამობმული მომღერლისთვის 29 მილიონს ისე გავისვრით, გეგონება ხვალ ნახევარ მსოფლიოს გავახსენდებით, რახან ბებერი მუსიკოსი გვეწვია ...და იხუვლა...

1 ლარი
1ლარი
ვის დაგაქცევთ აბა მითხარით ვის?!

ეს ტესტია , არ დავმალავ ეს არის ტესტიი.. და ბევრ რამეზე მეუბნება პასუხს...
ნუ წამიხდეთნ შთაბეჭდილებას ,, ისედაც დიდად აღფრთოვანბეული არ ვარ ჩვენი იერ-სახით!

გაუზიარეტ მეგობრებს არ მოგერიდოთ!!!
კარგი საქემა ეს, მეტისმეტად კარგი!!!!

თან ვინ იცის იქნებ შერცხვეს სახელმწიფოს და სხვანაიად შეხედოს ამ თემას
და მასწავლებელთა ანაზღაურებას ზოგადად!“

იხილეთ ასევე:


„ჩვენ ერთად შევძელით და მასწავლებლობა გამორჩეულ პროფესიად წარმოვაჩინეთ...“ - ლადო აფხაზავას პირველი კომენტარი

„გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო“ - მიხეილ ბატიაშვილი

წაიკითხეთ სრულად