Baby Bag

„პაციენტს შეუძლია შევიდეს ამ საიტზე, შეარჩიოს მედიკამენტი და მერე შევიდეს აფთიაქში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„პაციენტს შეუძლია შევიდეს ამ საიტზე, შეარჩიოს მედიკამენტი და მერე შევიდეს აფთიაქში,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ პაციენტებს მედიკამენტების შემადგენლობისა და მათი ფასების შედარებისთვის განკუთვნილი ვებ-გვერდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:

„არსებობს ასეთი საიტები, მაგალითად, არის Sando.com.ge, სადაც პაციენტს შეუძლია შევიდეს ამ საიტზე და შეარჩიოს მედიკამენტი და მერე შევიდეს აფთიაქში. ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, როდესაც თვითონ ყიდულობს ადამიანი მედიკამენტს. 2009 წლიდან რეცეპტს ვწერთ, მაგრამ ერთი არის ფორმალობა, მეორე არის რეალობა. მთავარია, რომ აფთიაქში იყოს განათლებული კადრი, იყოს კეთილსინდისიერი პროვიზორი, რომელიც ადამიანს შესთავაზებს ხარისხიან მედიკამენტს. ჩვენ როდესაც მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნების მოდელს ვიღებთ, იქ არ არსებობს კარგი და ცუდი მედიკამენტები.

ჩვენ რომ ვწერთ ჯენერიკით, ძალიან კარგია, რომ იწერება ჯენერიკით. ჯენერიკულ პრეპარატებს აქვს ხარისხის მაღალი სერთიფიკატი. ამ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ვინც ეს წამალი ჯენერიულად აწარმოა, ამ კვლევებში დახარჯა გარკვეული თანხა. მე ვიმედოვნებ, რომ ბაზარზე მართლაც ჯენერიული წამლები იქნება და ის სამი ასარჩევი პრეპარატი არ იქნება ბიოსიმილარი, რომელიც, მე ვფიქრობ, რომ ბავშვმა არ უნდა მიიღოს. რაც ექიმი ვარ, არასდროს არ დამინიშნია სიმილარი. დამინიშნია ჯენერიკი და ორიგინალი ბრენდი. ბრენდი არის ისეთი პრეპარატი, რომელიც პათოლოგიურ მინარევებს არ შეიცავს. მე მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა. ახლა არის ვირუსული პერიოდი. ბავშვებს, მოზრდილებს, მოზარდებს, მოხუცებს იაფიანი და მაღალხარისხიანი პრეპარატები უნდა შევთავაზოთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ როდესაც ექიმი უწერს რეცეპტს, პაციენტმა თვითონ შეთავაზოს: „რაში მჭირდება სამ პრეპარატზე მეტი?“ თუ მას მეტი მედიკამენტი სჭირდება, ის კლინიკაში უნდა მოთავსდეს. ამბულატორიულ ვიზიტზე მოსულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს. ეს არის მაქსიმუმი,“- აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“