24-30 აპრილს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიის კვირეულია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სპეციალური პირობებით სხვადასხვა ლაბორატორიულ თუ სამედიცინო მომსახურებაზე:
D ვიტამინის და მიკროელემენტების განსაზღვრა სისხლში 20% ფასდაკლებით
ჭარბი წონის კვლევა ბავშვებსა და მოზარდებში - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია საჩუქრად
სრული კარდიოლოგიური კვლევა - ლაბორატორიული ანალიზები 20% ფასდაკლებით და კარდიოლოგის კონსულტაცია საჩუქრად
MOMSEDU.GE-ს მკითხველის გონივრული არჩევანი დაზუსტებულ ინფორმაციას ემყარება. ამდენად, დავინტერესდით, რა განსაზღვრავს ლაბორატორიის ხარისხს და კითხვით ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელ თამარ თედიაშვილს მივმართეთ:
თამარ თედიაშვილი: „ლაბორატორიული კვლევა არ არის კონკრეტული ქმედება, ესაა თანმიმდევრული ეტაპებისგან შემდგარი პროცესი, რომლის ხარისხს თითოეული ეტაპის შესრულების ზედმიწევნითობა განსაზღვრავს.
ლაბორატორიული პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავს: პრეანალიტიკა, ანალიტიკა და პოსტანალიტიკა.“
პრეანალიტიკის (მასალის მოგროვება) ეტაპზე ხდება:
პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ანალიზისთვის მომზადების შესახებ - ზოგიერთ კვლევას სჭირდება განსაკუთრებული პირობების დაცვა, მაგალითად, უზმო რეჟიმი, მედიკამენტის მიღება ან მიღებისგან თავის შეკავება. ამ ინფორმაციას „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს ზედმიწევნით აწვდის.
მაღალი ხარისხის ერთჯერადი ვაკუუმ სისტემების გამოყენება - დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან სახარჯ მასალას, ვიყენებთ ვაკუუმირებულ სინჯარებს, სისხლი ვენიდან პირდაპირ დახურულ სისტემაში ხვდება და თვითონ ავსებს სინჯარას გარკვეულ მაჩვენებლამდე. ვაკუუმ სისტემები ამცირებს კოლტის წარმოქმნას და უზრუნველყოფს საანალიზო მასალის სისწორეს.
ადამიანური შეცდომის შემცირება შტრიხკოდების საშუალებით - ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ან ხარვეზების ასაცილებლად, ვიყენებთ შიდა ლაბორატორიულ პროგრამას, რომელიც თითოეულ პაციენტსა და ნიმუშს უნიკალურ შტრიხკოდს ანიჭებს. მას ვაკრავთ სინჯარებზე, შემდეგ ეს სინჯარები ხვდება ლაბორატორიაში (ტრანსპორტირება და დამუშავება შესაბამისი წესების დაცვით ხდება) და თავსდება ანალიზატორებში. ანალიზატორი ავტომატურად კითხულობს ბარკოდს და მიღებული მონაცემები ავტომატურად გადააქვს შიდა ლაბორატორიულ სისტემაში.
სამედიცინო პერსონალის რეგულარული გადამზადება - ყველა აპარატთან მუშაობას თავისი წესი აქვს, შედეგების ხარისხის უზრუნველსაყოფად გვყავს მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც მუდმივად ტრენინგდებიან.
ანალიტიკის (ლაბორატორიული ანალიზი) ეტაპზე მნიშვნელოვანია:
თანამედროვე აპარატურა - ლაბორატორიული მედიცინა ეს ის სფეროა, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად მუდმივად ვითარდება, ამდენად, თანამედროვე აპარატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
შიდა და გარე ხარისხის კონტროლი (საერთაშორისო აკრედიტაცია RIQAS), ლაბორატორიული სტანდარტების დაცვა;
სრული ლაბორატორიული მომსახურება - ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ანალიზის ჩატარება მრავალი კლინიკური განხრით, იქნება ეს ჰემატოლოგია, იმუნოლოგია, ბიოქიმია, მოლეკულური პისიარ კვლევები, ავტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა თუ სხვა.
პოსტანალიტიკის (შედეგების რეპორტინგი) ეტაპზე მიღებული კვლევის შედეგების შეფასება და პასუხების სწრაფი მიწოდება ხდება.
- მნიშვნელოვანი საკითხია ლაბორატორიული კვლევების ხარისხის კონტროლი, რა მექანიზმით ამოწმებთ მუშაობისა და შედეგების სისწორეს?
თამარ თედიაშვილი: „არსებობს ორი ძირითადი, მკაცრად დაცული სტანდარტი - გარე და შიდა ხარისხის კონტროლი. გარე ხარისხის კონტროლი ყოველთვიურად ტარდება და მას გარე ხარისხის დაცვის საზოგადოება ამოწმებს, ისინი აკეთებენ მონაცემთა ანალიზს და თითოეულ კვლევაზე გვაძლევენ ვარგისიანობის, ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
რაც შეეხება შიდა ხარისხის კონტროლს, ხდება ყოველდღიურად, ხშირად დღეში რამდენჯერმეც, გარკვეული საათობრივი ინტერვალით. სრულდება სპეციალური საკონტროლო ხსნარებით. შედეგად ვიგებთ, რამდენად ხარისხიანად მუშაობს აპარატურა და ის რეაგენტები, რომელთაც ტესტის განსაზღვრისთვის ვიყენებთ და რამდენად ხარისხიანად ვმუშაობთ ჩვენ.
- რა დროში აწვდით კვლევის შედეგებს პაციენტებს?
თამარ თედიაშვილი: „ყველა კვლევას ინდივიდუალური დრო სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობთ როგორც სტაციონარი და როგორც ამბულატორია, ჩვენი მუშაობის რიტმი ძალიან სწრაფია. დრო მინიმუმამდეა შემცირებული აპარატის ავტომატიზაციისა და მიღებული შედეგის ავტომატურად გადაცემის ხარჯზე.“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ლაბორატორიული მომსახურების მიღება 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ბინაზე გამოძახების სერვისიც მოქმედებს.
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის ხუთი ხილი დაასახელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია:
„ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.“
ქეთი ასათიანის თქმით, ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:
„ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? ის პირები, ვისაც ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, გვეკითხებიან: კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება? მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით.“
„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ძალიან სასარგებლო ხილია კომშიც. მას ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.