ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ზომიერ ფიზიკურ აქტივობაზე საუბრობს. ,,არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“ - აღნიშნავს მარი მალაზონია.
5 რჩევა ზომიერი ფიზიკური აქტოვობისთვის მარი მალაზონიასგან იხილეთ ვიდეოში
„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ...“ - გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისდამი სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ქართველ წინასწარმეტყველს ლელა კაკულიას მაინც დაუჯერონ:
„ჩემი ვისაც არ გჯერათ, კაკულიას მაინც დაუჯერეთ … დარწმუნებული ვარ ცაგარელიც მალე იმავეს იტყვის: „გაიკეთეთ ამერიკული ვაქცინა” …
ფრთხილად იყავით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს…
ჯანმრთელობას გისურვებთ,“- აღნიშნულია პოსტში.
გიორგი ფხაკაძე პოსტს თან ურთავს digest.pia.ge-ს სტატიას, რომელშიც წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საზოგადოებას გერმანულ-ამერიკული ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ეს ვაქცინები კოსმოსიდან არის დაშვებული.“ ლელა კაკულია თვლის, რომ გერმანულ-ამერიკული ვაქცინა აუცილებლად გვიშველის.