„1 პარკი თითქოს ნორმალური ფეხსაცმლიდან, არცერთი არ აღმოჩნდა სასარგებლო. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მშობელი ფიქრობს, რომ აღარ უშვებს შეცდომას, მაგრამ მაინც არასწორად გამოსდის“ - აღნიშნულის შესახებ
შეიძლება დაინტერესდეთ
„სწორად მომზადებული 100 გრ. საქონლის ხორცი შეიცავს ყველაზე მეტ რკინას“ - ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე
სწორად მომზადებული საკვები და სწორად შერჩეული კვების რაციონი ექიმს საშუალებას აძლევს, მართოს პაციენტი მედიკამენტებთან ერთად. ამოვიცანით, დავარქვით სახელი, რომ ეს არის რკინადეფიციტური ანემია, ვიწყებთ მკურნალობას, ვნიშნავთ მედიკამენტს.
„ხორცი უნდა დამუშავდეს თერმულად სწორად - არ უნდა გადაიხარშოს, არ უნდა გადაიწვას. თუ ჩვენ ვხარშავთ ხორცს, სჯობია, რომ ის აუცილებლად მოვათავსოთ ადუღებულ წყალში. მოგეხსნებათ, თუ გინდა, რომ ნახარში იყოს გაჯერებული, მაშინ სჯობია, რომ ცივ წყალში ჩავდოთ ხორცი, რომ გამოირეცხოს მისი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ თუკი გვინდა, რომ თვითონ ხორცმა შეინარჩუნოს კვებითი ღირებულება, მაშინ ცხელ წყალში უნდა ჩავდოთ“, - აღნიშნა ექიმმა.
ნინო შარაშენიძემ ღვიძლის მიღებაზეც გაამხვილა ყურადღება. მისი თქმით, მართალია, ღვიძლია უამრავ რკინას შეიცავს, თუმცა მისი თერმულად დამუშავების დროს, რკინა ადვილად იშლება:
„ღვიძლი, რა თქმა უნდა, უამრავ რკინას შეიცავს, უბრალოდ მისი თერმულად დამუშავების დროს, რკინა ადვილად იშლება. ღვიძლია უნდა იყოს პრაქტიკულად უმი, უნდა დადო, გადააბრუნო 2-2 წამი. ასე მომზადებული ღვიძლის მიღება არ არის სწორი ინფექციების კონტროლის თვალსაზრისით. უმი ღვიძლის მიღება ბევრ სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა ნინო შარაშენიძემ.
მან სტაფილოსთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტზე ისაუბრა:
„სტაფილო შეიცავს ძალიან ბევრ უჯრედისს, რომელიც კარგი მოსანელებელია, შეიცავს C და A ვიტამინებს. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტია, თერმულად დამუშავებული, ანუ მოთუშული სტაფილო გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმი, რადგან აქტიურდება ნივთიერებები. აქაც აუცილებელია სწორად მომზადება. რატომ არის ჩინური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელ სამზარეულოდ აღიარებული? ყველაფერი მაღალ ცეცხლზე ითუშება უცბად, რომ მხოლოდ გააქტიურდეს ვიტამინები და გახდეს ადვილად შესათვისებელი ჩვენი ორგანიზმისთვის და არ გადაიხარშოს,“ - აღნიშნა ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.
წყარო: „თქვენი კლინიკა“
წაიკითხეთ სრულად