როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა შვილებს დამოუკდებლად თამაშის სწავლაში ხელი უნდა შეუწყონ. ბავშვმა დამოუკიდებლად, თქვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე თამაში უნდა შეძლოს, თუნდაც მხოლოდ მცირე ხნით. მცირეწლოვან ბავშვის ამის უნარი ნამდვილად აქვს. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ როდესაც მცირეწლოვანი ან სკოლამდელი ასაკის ბავშვები ჰყავთ, მათ მთელი დღე ბავშვის გართობაში უნდა გაატარონ, რაც მცდარი მოსაზრებაა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ბაღში სიარული, ცეკვის, მუსიკისა და სპორტის წრეებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ისინი ეკრანთან და გაჯეტებთანაც ატარებენ დროს. მცირეწლოვან ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ართობენ, თუმცა მათ ყველაზე მეტად სწორედ დამოუკიდებლად თამაში ესაჭიროებათ. დამოუკიდებლად თამაშში ბავშვის მარტო თამაში იგულისხმება. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების ამის უნარი აქვთ და მარტო თამაშით სიამოვნებასაც იღებენ. გარდა იმისა, რომ ეს ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია. ცხადია, თამაშის დროს ბავშვთან ახლოს უნდა იყოთ და მას ყურადღება მიაქციოთ.
მცირეწლოვანი და სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად თავისუფალი თამაშისას სწავლობენ. ისინი კრეატიულები ხდებიან, წარმოსახვას იყენებენ და იმპროვიზაციას მიმართავენ. დამოუკიდებელი თამაშისას შეძენილ უნარებს ბავშვი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოიყენებს. მარტო თამაში ბავშვს ემოციების რეგულაციას, იმრპოვიზაციას, პრობლემების გადაჭრას ასწავლის და საკუთარი თავის შემეცნებაში ეხმარება. ის უფრო ყურადღებიანი ხდება დეტალების მიმართ და მისი თავდაჯერებაც მატულობს.
სახლში ბავშვისთვის უსაფრთხო, თავისუფალი სათამაშო სივრცე შექმენით. ბავშვს ბუნებრივად გაუჩნდება სურვილი, რომ თამაში დაიწყოს. ბავშვის წახალისება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, რათა მას დამოუკიდებლად თამაშის მოტივაცია გაუჩნდეს.