როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება
ყველა ადამიანი ტრავმას პასუხობს საკუთარი ინდივიდუალური გზებით.
როგორ ესმით ბავშვებს საფრთხე, საშიშროება?
სკოლამდელი ასაკის ბავშვები: პატარა ასაკის ბავშვებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ რეაგირებენ და უმკლავდებიან მოზრდილები, განსაკუთრებით კი მათი მშობლები, სტრესულ სიტუაციებს. მშობლებს ისინი მათ მთავარ დამცველებად აღიქვამენ.
სკოლის ასაკის ბავშვები: ამ ასაკის ბავშვები უფრო მეტ რამეს აკეთებენ დამოუკიდებლად. სტრესის დროს მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ გააგრძელონ მათი ნორმალური ცხოვრებისეული რუტინა.
მოზარდები: სტრესის დროს თინეიჯერები შეასაძლოა გახდნენ ზედმეტად დაქვემდებარებულები, დამოკიდებულები ან პირიქით, ზედმეტად დაუდევარები, გაუფრთხილებლები. მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შესაძლო რისკისშემცველი ქცევების მიმართ ( მაგ: ნარკოტიკები, ალკოჰოლო და ა.შ)
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს?
ისინი არიან როლური მოდელები და მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, რათა აგრძნობინონ რომ მათზე ვიღაც ზრუნავს.
საჭიროა მოუსმინოს იმას თუ რას ითხოვს ბავშვი თავისი ქმედებებით. ( პატარამ შეიძლება ჭირვეულობაში გამოხატოს, უფრო დიდმა ბევრი კითხვების დასმაში, მოზარდმა მარტოობაში და ა.შ)
აუცილებელია იყვნენ მომთმენნი და მაგალითად გასცენ პასუხები მათ მუდივ კითხვებს. ზოგიერთი უფრო მორცხვია და არ სვამს კითხვებს, მათ შეგვიძლია იქეთ ვუბიძგოთ და მაგალითად ვთხოვოთ აღწერონ სხვები რას ფიქრობენ.
მოზრდილების წუხილი სამომავლო ინციდენტების შესახებ ზრდის გარემოცვაში შფოთვას. მნიშვნელოვანია არ გავხადოთ ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის ზედმეტად ბევრი ნიუსი, განსაკუთრებით სატელევიზიო გადაცემები, რადგან მძიმე ამბების მუდმივი ყურება და მოსმენა შიშს უფრო ამძაფრებს. ამ შემთხვევაში უფრო საყურადღებოა მცირე ასაკის ბავშვები.
თქვენ შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტს, რომ უფროსები ( ხელისუფლება, მმართველი ორგანიზაციები და ა.შ გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას) ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ყველა უსაფრთხოდ იყოს.
სტრესის დროს ბრაზი და გაღიზიანებულობა არის ძირითადი ემოციები ნებისმიერ ადამიანთან. დაეხმარეთ შვილებს ეს ემოციები შესაბამისი გზით გამოხატონ. დაარწმუნეთ იმაში რომ მათი გულფიცხობის მიზეზები არ არიან თავად.
როდესაც გვაქვს სტრესის მდგომარეობა, ,,რეგრესიები“ ნორმალურია. (მაგალითად იქცევა უფრო პატარა ასაკის შესაფერისად, ვიდრე სინამდვილეშია) თუ სიმპტომებს მუდმივი სახე აქვს და შფოთვას იწვევს, პროფესიონალის დახმარება აუცილებელია.