Baby Bag

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს?

რა ხდება მაშინ, თუ 8 საათზე მეტი ან ნაკლები გვძინავს? - ამ თემაზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

თუ გძინავს 8 საათზე მეტი - ახერხებ ოპტიმალურ აღდგენას, გეხმარება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში, ოპტიმალურ ხასიათზე ხარ და ოპტიმალური ენერგია გაქვს.

თუ გძინავს 8 საათზე ნაკლები - გაქვს არაჯანსაღი საკვების მიღების დიდი მოთხოვნილება. სპორტსმენების შემთხვევაში, ტრავმების რისკი 1.7-ჯერ არის გაზრდილი, გაციებისა და ვირუსული ინფექციების შეხვედრის ალბათობა 28%-ით არის გაზრდილი, მომატებული სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონე, შემცირებული კუნთის ენერგიის მარაგი.

თუმცა, აღსანიშნია, რომ შეიძლება ადამიანს 8 საათზე მეტი ეძინოს, მაგრამ დარღვეული ჰქონდეს რეჟიმი. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ადამიანი იღვიძებს 7-8 საათზე და იძინებს 10-11 საათზე. რუტინა უნდა იყოს მოწესრიგებული.''

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას?

  • თავიდან ავირიდოთ გაჯეტებისა და ტელევიზორის ყურება დაწოლის შემდეგ;
  • ჩამოვაყალიბოთ გაღვიძება-დაძინების რუტინა, რომელიც უნდა იყოს ყოველდღიურად ერთნაირი;
  • თავიდან ავირიდოთ ჩათვლემა შუადღის 3 საათის შემდეგ, ვინაიდან ღამე ჩაძინებას ხელს შეუშლის(ეხება მოზრდილ ადამიანებს);
  • ჩათვლემა 30 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს;
  • არ მივიღოთ მძიმე საკვები და კოფეინის შემცველი საკვები საღამოს 6 საათის შემდეგ“ - აღნიშნა ზაზა თელიამ. 


წყარო: ​,,დილა მშვიდობისა საქართველო''

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის პერიოდიდან უნდა დავიწყოთ" - ნევროლოგი

,,ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის  პერიოდიდან უნდა დავიწყოთ" - ნევროლოგი

,,ძილი, შეიძლება ითქვას, არის საკმაოდ აქტიური პერიოდი. მართალია, ფიზიკურად ბავშვი არის მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგრამ, სინამდვილეში, ამ დროს მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული პროცესები თავის ტვინში", - ამის შესახებ ნევროლოგმა, ნინო თარხნიშვილმა ,,იმედის დილაში" სტუმრობისას ისაუბრა.

,,ძილი ადამიანის - განსაკუთრებით, ბავშვების განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაახლოებით, 6 თვის ასაკისთვის, უმეტეს შემთხვევაში, დღის ძილი არის ძალიან ხანმოკლე, მაგრამ ღამის ძილი, მეტ-ნაკლებად, მოწესრიგებულია და ეს წარმოადგენს მისაღებ ნორმას.

რა თქმა უნდა, არსებობს საყურადღებო და სერიოზული მდგომარეობები, როდესაც ყურადღება უნდა მიაქციოს მშობელმა და არ უნდა გამოეპაროს. ახალშობილობის ასაკში თუკი ბავშვს გადაჭარბებულად სძინავს, შეიძლება ითქვას, რომ არ ფხიზლდება, რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა. ამ დროს შეიძლება, საქმე გვქონდეს გარკვეულ თანდაყოლილ, ნევროლოგიურ დაავადებებთან, რომლებიც შესაძლებელია, უშუალოდ დაბადების პროცესში არ გამოჩნდეს, მაგრამ პირველი თვის მანძილზე იჩინოს თავი.

ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება ახალშობილობის  პერიოდიდან უნდა დავიწყოთ - საწოლის შერჩევა, საწოლის სწორი პოზიცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც თენდება, მზის სხივი აუცილებლად უნდა აღწევდეს ოთახში და კონკრეტულად - საწოლამდე. ეს ბავშვს ეხმარება გამოღვიძებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატრასი იყოს აუცილებლად მყარი, არ არის რეკომენდებული ბალიშის გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითვალისწინებთ ხოლმე გარკვეულ პედიატრიულ პათოლოგიებს, რომლებიც ხშირია  ახალშობილობის ასაკისთვის - ასეთ დროს რეკომენდებულია მატრასის ოდნავი დახრა", - განმარტა ნინო თარხნიშვილმა.


წაიკითხეთ სრულად