Baby Bag

,,გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია" - ივანე ჩხაიძე

,,გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია" - ივანე ჩხაიძე

არსებული ვირუსების პირობებში, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და როდის არის საჭირო მცირეწლოვანის გადაყვანა კლინიკაში - ამის შესახებ პედიატრმა, ივანე ჩხაიძემ ,,შუადღის" ეთერში საუბრისას განმარტა.

,,5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უფრო დიდი რისკით გამოირჩევა ორ წლამდე ასაკი. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო მეტია გართულებების რისკი. 5 წლამდე ასაკის შემთხვევაში, აუცილებლად, მაღალი ტემპერატურის პირველივე დღიდანვე საჭიროა ექიმის ჩართვა ბავშვის მართვის პროცესში. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა შეაფასოს. ეს არ უნდა იყოს სატელეფონო საუბარი. აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის გასინჯვა. ყველაზე მეტად ჩვენ რისიც გვეშინია, ეს არის ფილტვების ანთება. ამ დიაგნოზის დასმა გარკვეული მანძილის პირობებში შეუძლებელია. ამიტომ, ფილტვების მოსმენა, სატურაციის შეფასება და ა.შ. არის მართლაც აუცილებელი, განსაკუთრებით - 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აქ უკვე საკითხი ხდება მნიშვნელოვანია - არის თუ არა საჭირო ბავშვის გადაყვანა საჭირო სამედიცინო დაწესებულებაში. მაგალითად, 15 წლის ბავშვის მართვა, უმეტესად, შესაძლებელია სახლის პირობებში - იქნება ეს ტემპერატურის კონტროლი თუ სხვა. მაგრამ თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, უმჯობესია, შეაფასოს ექიმმა. სითხის მიღების შეუძლებლობა - და არა საკვების, ძალიან გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია. ამ ნიშნების შემთხვევაში, პირდაპირ უნდა მიმართოთ კლინიკას", - აღნიშნა ჩხაიძემ.

წყარო: ,,შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაც უფრო კაშკაშა ფერის არის სათამაშო და რაც უფრო იაფია, მით მეტია რისკი, რომ საფრთხის შემცველი იყოს''

,,რაც უფრო კაშკაშა ფერის არის სათამაშო და რაც უფრო იაფია, მით მეტია რისკი, რომ საფრთხის შემცველი იყოს''
,,რაც უფრო კაშკაშა ფერის არის სათამაშო და რაც უფრო იაფია, მით მეტია რისკი, რომ საფრთხის შემცველი იყოს'' - აღნიშნულის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონ​ია“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველმა ნია გიუაშვილმა ისაუბრა. 

ნახეთ ვიდეო ☝️


წაიკითხეთ სრულად