Baby Bag

რომელ რეგიონშია ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი - კვლევის შედეგები ცნობილია

რომელ რეგიონშია ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი - კვლევის შედეგები ცნობილია

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა. 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

რეგიონების მიხედვით კი ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონშია. 

სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს:

აჭარა - 85%

გურია-73%

თბილისი - 30%

იმერეთი - 61%

კახეთი - 25%

მცხეთა-მთიანეთი - 20%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 71%

სამცხე-ჯავახეთი - 32%

ქვემო ქართლი - 18%

შიდა ქართლი - 21%

სულ: 41%

ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს:

აჭარა - 50%

გურია - 44%

თბილისი - 7%

იმერეთი - 23%

კახეთი - 4%

მცხეთა-მთიანეთი - 6%

სამეგრელო, ზემო სვანეთი - 29%

სამცხე-ჯავახეთი - 12%

ქვემო ქართლი - 6%

შიდა ქართლი - 4 %

სულ: 16 %.

შეიძლება დაინტერესდეთ

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად