Baby Bag

როგორ მოვამზადოთ ბავშვები წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ნაწლავური ინფექციებიც

როგორ მოვამზადოთ ბავშვები წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ნაწლავური ინფექციებიც

როგორ მოვამზადოთ ბავშვები წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ნაწლავური ინფექციებიც. 

მოისმინეთ პედიატრ თემურ მიქელაძის რჩევები

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ძროხის რძის მიღება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს“

რკინადეფიციტური ანემიის შესახებ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, ​რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ პირველ რიგში დღენაკლული, ადრეული ასაკის ბავშვები, არასრულწლოვნები, განსაკუთრებით 12-15 წლის წლის ასაკში, ის ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად, ერთფეროვანი საკვებით იკვებებიან. ერთ-ერთ რისკს ასევე წარმოადგენს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არაადაპტირებული კვების მიღება, კერძოდ, ძროხის რძის მიღება:

რაც შეეხება კლინიკურ სიმპტომატიკას, პედიატრის თქმით, ეს არის კანის სიმშრალე, თმების ადვილად მტვრევადობა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე:

,,სიმპტომატიკა შესაძლოა, გაცილებით მოგვიანებით ფაზაში გამოვლინდეს და ანემია პირველ ეტაპზე პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. როდესაც პრევენციული ღონისძიებები დროულად არის მიღებული, რა თქმა უნდა, რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკები მინიმუმამდეა შემცირებული. ბავშვები ანემიის პრევენცია პირველ რიგში გულისხმობს სრულფასოვან კვებას და პედიატრის მიერ მუდმივ მონიტორინგს,'' - აღნიშნავს ეკა უბერი. 

წყარო: ​,,შენი დილა''


წაიკითხეთ სრულად