Baby Bag

ვისთვისაა სავალდებულო აცრები? - იხილეთ პროფესიების ჩამონათვალი

ვისთვისაა სავალდებულო აცრები? - იხილეთ პროფესიების ჩამონათვალი

საქართველოში ვაქცინაცია სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა. 

იხილეთ ​იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია - პროფესიების ჩამონათვალი


შეიძლება დაინტერესდეთ

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

128-ე ბაგა ბაღში აღმზრდელმა ბავშვს სცემა

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში - 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

დედის თქმით, ბავშვს სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

ქალი ​ფორმულასთან ყვება, რომ მის არასრულწლოვან შვილს მასწავლებლები საჭმლის ჭამის მოთხოვნის გამო სცემეს.

,,ფიზიკური ძალადობა იყო - შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცხო პირებს როცა ხედავს, იმალება მშობლების უკან, სახეზე ხელს იფარებს, რომ არ გაარტყან'' - ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ყვება, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

,,საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი". - თქვა ყავლაშვილმა ​ფორმულასთან

წყარო: ​ფორმულა 

წაიკითხეთ სრულად