Baby Bag

საბავშვო ბაღში გატარებული ერთი დღე ხშირად უდრის ერთ კვირას სახლში - როგორ მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის

საბავშვო ბაღში გატარებული ერთი დღე ხშირად უდრის ერთ კვირას სახლში - როგორ მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის

საბავშვო ბაღში გატარებული ერთი დღე ხშირად უდრის ერთ კვირას სახლში... 

როგორ მოვემზადოთ გრიპის სეზონისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში აღმოაჩინეს:

„ვირუსებისთვის მუტაციები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ მუტაციას, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორ კატეგორიად განიხილავს: შეშფოთებისა და ინტერესის ვარიანტად. ჯერჯერობით ამ ვარიანტისთვის არცერთი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. დიდი ალბათობით მას ინტერესის ვარიანტის სტატუსი მიენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის მრავალხმრივი მუტაციები, დაახლოებით 46-მდე მუტაცია.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალ შტამზე დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაზე, იმუნურ პასუხზე საუბარი ნაადრევია. მან 12 ადამიანში ინფექცია გამოიწვია და იმის იქით არაფერი. ნებისმიერი ახალი ვარიანტი რამოდენიმე რისკის მატარებელია. როდესაც ერთი ადამიანი ხდება ავად, მასში ას მილიონამდე ვირუსის სახეობა ჩნდება. ამდენი კოპირებების დროს ვირუსი უშვებს შეცდომებს. როდესაც მუტაციათა გარკვეული სახეობა დაგროვდება, ვირუსი პირველსახეს ნაკლებად ემსგავსება.“

„ასეთი მუტაცია ბევრი აღმოცენებულა მსოფლიოში. მათ არ ჰქონდათ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე დომინანტ ვარიანტებს, რის გამოც ისინი მსოფლიოში ვერ გახდნენ დომინანტურები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად