აცრები - „კი“ თუ „არა“? - აღიშნულ კითხვაზე პასუხს ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე პასუხობს.
აცრები - „კი“ თუ „არა“? - აღიშნულ კითხვაზე პასუხს ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე პასუხობს.
ტკბილეული ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია. ტკბილ საკვებს ბავშვებისთვის ბედნიერება მოაქვს. როდესაც ბავშვს დესერტს რეგულარულად სთავაზობთ, ის კვების რაციონის ნაწილი ხდება. ბავშვი ტკბილეულისადმი მოჭარბებულ ლტოლვას აღარ ავლენს. როდესაც ბავშვს ტკბილეულს იშვიათად სთავაზობენ, ის მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძირითად კერძამდე დესერტის მიღება ბავშვებს ჭარბი კილოგრამების მოშორებაში ეხმარება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტკბილი დესერტის მირთმევის შემდეგ ბავშვები ჭარბ საკვებს აღარ მიირთმევდნენ და გაცილებით მარტივად ნაყრდებოდნენ.
ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დესერტის მთავარ კერძამდე მირთმევა ბავშვს ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. როდესაც ბავშვები ჯანსაღ საკვებს მიირთმევენ, ისინი ჭირვეულობენ და დესერტის მიღებას მოუთმენლად ელიან. თუ ბავშვი ჯერ დესერტს მიირთმევს, შემდეგ კი ჯანსაღ სადილს, ის გაცილებით კმაყოფილია.
დესერტებისადმი სიყვარულის გამოვლენა არავის უკვირს. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ჩვენს განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს. როდესაც ბავშვი დესერტს მიირთმევს და შემდეგ ძირითად კერძს ვაძლევთ, სადილი მთელი ოჯახისთვის ნაკლებად სტრესულია, რადგან პატარა ბედნიერია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ტკბილეულისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, მეგობრულები და ემპათიურები არიან.
მომზადებულია Brightside.me- ს მიხედვით