Baby Bag

,,არ შეიძლება მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრი'' - ინგა მამუჩიშვილი წამლების ხარისხზე

,,არ შეიძლება მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრი'' - ინგა მამუჩიშვილი წამლების ხარისხზე
,,მედიკამენტების ფასი ელვისებური სისწრაფით იზრდება, მოქმედი ნივთიერების შემცველობა კი აშკარად კლებულობს მათში! შესაბამისად, არანაირი ეფექტი!!! უკვე ძალიან საგრძნობია!!! გაფხიზლდით, ვისაც ხელეწიფება ამის კონტროლი!!! პარალელურმა იმპორტმა წაგვლეკა!!! მე პირადად გამოვცადე საკუთარ თავზე და უკვე უამრავი ფაქტიც მაქვს!!! არ შეიძლება მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრი, ისიც უნდა იფიქრო, ვის ვნებ ამით! ბავშვები და მათი ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს პრიორიტეტი ყველასთვის და ზოგადად ადამიანების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა! სადღეგრძელოების თქმით, ვერ გადავარჩენთ მომავალს!!! ბავშვებზე თუ არ ვიზრუნეთ, რად გვინდა ასეთი ქვეყანა!!! მე პირადად ძალიან დავიღლე!!! საითკენ მივექანებით!!!''

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აქვეყნებს.​


შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად