Baby Bag

არის თუ არა სხვაობა ვაქცინებს შორის? - „უსაფრთხო" და „საშიში" ვაქცინა

არის თუ არა სხვაობა ვაქცინებს შორის - „უსაფრთხო" და „საშიში" ვაქცინა? - აღიშნულ კითხვაზე პასუხს ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე პასუხობს​. 

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

სულ სამ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ვაქცინის გამოყენება - ფაიზერით ვაქცინაციის შესახებ გიორ...
ფაიზერით ვაქცინაცია და ამავე ვაქცინის ბუსტერი, ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. ნახეთ ვიდეო ☝️ წყარო: Rustavi2 
„ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო...“ - გიორგი ფხაკაძის ახალი ვიდეომიმართვა
​პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მაყურებელს ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ ფაიზერის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:„მ...
რომელი ვაქცინაა უფრო ძლიერი დელტა შტამის მიმართ? - ინფექციონისტი ელენე პაჭკორია ვაქცინები...
​ინფექციონისტმა ელენე პაჭკორიამ დელტა შტამის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მალე დელტა შტამის გავრცელება 100 %-მდე აიწევს:„მსოფლიოში დომინანტი ხდება დ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში აღმოაჩინეს:

„ვირუსებისთვის მუტაციები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ მუტაციას, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორ კატეგორიად განიხილავს: შეშფოთებისა და ინტერესის ვარიანტად. ჯერჯერობით ამ ვარიანტისთვის არცერთი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. დიდი ალბათობით მას ინტერესის ვარიანტის სტატუსი მიენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის მრავალხმრივი მუტაციები, დაახლოებით 46-მდე მუტაცია.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალ შტამზე დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაზე, იმუნურ პასუხზე საუბარი ნაადრევია. მან 12 ადამიანში ინფექცია გამოიწვია და იმის იქით არაფერი. ნებისმიერი ახალი ვარიანტი რამოდენიმე რისკის მატარებელია. როდესაც ერთი ადამიანი ხდება ავად, მასში ას მილიონამდე ვირუსის სახეობა ჩნდება. ამდენი კოპირებების დროს ვირუსი უშვებს შეცდომებს. როდესაც მუტაციათა გარკვეული სახეობა დაგროვდება, ვირუსი პირველსახეს ნაკლებად ემსგავსება.“

„ასეთი მუტაცია ბევრი აღმოცენებულა მსოფლიოში. მათ არ ჰქონდათ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე დომინანტ ვარიანტებს, რის გამოც ისინი მსოფლიოში ვერ გახდნენ დომინანტურები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად