Baby Bag

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

29 ოქტომბერს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები:

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბერში და პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მიმართავს:

„განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება

8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება

8 საკვები, რომლის მიღებაც უზმოზე არ შეიძლება - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს. 

ესენია:

1. ცხარე საკვები

2. ტკბილი საკვები

3. გამაგრილებელი სასმელები

4. ცივი საკვები (ძალიან ცხელი)

5. ციტრუსები

6. ყავა (თუ გაწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი) 

7. არასტეროიდები 

8. ალკოჰოლი

თუ რატომ არ შეიძლება აღნიშნული საკვების უზმოზე მიღება, ნახეთ ვიდეო.

წყარო: ​მთავარი დიაგნოზი ​

წაიკითხეთ სრულად