Baby Bag

ბუნებრივი საშუალებები, რომლებითაც ჩვილების კოლიკის პრობლემის მოგვარება შეიძლება

ბუნებრივი საშუალებები, რომლებითაც ჩვილების კოლიკის პრობლემის მოგვარება შეიძლება

უკონტროლო შფოთვა და გაღიზიანება ბავშვებს, ძირითადად, ჩვილობის ასაკში აწუხებთ. მათ საკუთარი ემოციების, განცდებისა და ტკივილის სიტყვებით გამოხატვის უნარი არ აქვთ. მშობლები ცდილობენ ჩვილების ჟესტებითა და ტირილით მიხვდნენ, რა აწუხებთ.

ახალშობილებში ტირილის ერთერთი ძირითადი მიზეზი კოლიკა - ანუ აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახალშობილთა პედიატრთან ვიზიტის 70%-ში მიზეზი სწორედ კოლიკაა.

როგორ გავიგოთ არის თუ არა ტირილის მიზეზი კოლიკა?

  • თუ ბავშვი უეცრად და უმიზეზოდ იწყებს ტირილს და ტირილი ასევე უეცრად ჩერდება; 
  • ხშირად ტირის საღამოს ერთსა და იმავე დროს; 
  • ტირილი იმდენად ძლიერია, რომ გადადის კივილში; 
  • ბავშვი არის დაჭიმული, რკალისბერად მოხრილი სხეულით, მუშტებად შეკრული ხელებით;
  • ჩვილის დაწყნარება პრაქტიკულად შეუძლებელია ან ძალიან ძნელია;


ამ მიზეზებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას კოლიკა აწუხებს.

კოლიკის დროს პატარები დღე-ღამის განმავლობაში უმეტეს შემთხვევებში ტირიან 3 საათს ან მეტ ხანს, მინიმუმ 3 დღე კვირაში და ეს მდგომარეობა გრძელდება მინიმუმ 3 კვირა თვეში, დაახლოებით 3-4 თვის ასაკამდე.

თუ თქვენს პატარას კოლიკა აწუხებს, მეტისმეტად გაღიზიანებულია და მის დამშვიდებას ვერ ახერხებთ, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას გირჩევთ:

კამის ზეთი – მიიღება მცენარის მარცვლებისგან და აქვს სასიამოვნო არომატი. ანეიტრალებს აირებს და არეგულირებს მონელების პროცესებს კუჭ-ნაწლავში. ეფექტიანია საჭმლის მონელების თითქმის ყველა პრობლემის სამკურნალოდ - აირების დაგროვების, მუცლის შებერილობის, ნაწლავური სპაზმებისა და შეკრულობის ჩათვლით.

ანისულის ზეთი - მიიღება მცენარის ხმელი ნაყოფისგან. ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. განსაკუთრებით ეფექტიანია სხვადასხვა სახის სტრესით გამოწვეული ნაწლავური პრობლემების სამკურნალოდ.

ბაღის პიტნის ზეთი - მიიღება მთლიანი მცენარისგან. ახდენს ძლიერ ზემოქმედებას მთელ მომნელებელ ტრაქტზე. არის ძლიერი სპაზმოლიზური საშუალება, ხსნის კოლიკას, აქვს ამოქაფებისა და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

სწორედ ამ ინგრედიენტებისგან შედგება ბავშვების ჯანმრთელობისა და მშობლების მშვიდი ძილის გარანტი, 100%-ით მცენარეული საკვები დანამატი - „ბეიბიქალმის“ წვეთები.

აღნიშნული საკვები დანამატი ანეიტრალებს ჭარბი აირების მიზეზით წარმოქმნილ ნაწლავურ პრობლემებს და აქვს მსუბუქი ზოგად-დამამშვიდებელი მოქმედება. „ბეიბიქალმი“ შლის ნაწლავებში აირის ბუშტუკებს და ხელს უშლის მათ განმეორებით წარმოქმნას, ადუნებს ნაწლავების დაჭიმულ ლორწოვან გარსს, ხსნის ნაწლავების შებერილობას, ანეიტრალებს ნაწლავურ სპაზმებს, არეგულირებს საკვების შეწოვის პროცესს.

გარდა იმისა, რომ „ბეიბიქალმი“ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია, აქვს სასიამოვნო გემო, მოქმედებს მომენტალურად, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და შეგვიძლია გამოვიყენოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს.

ამ სამედიცინო ეფექტების გამო „ბეიბიქალმი“ თქვენი პატარისა და ოჯახის მშვიდი ძილის უებარი რეცეპტია.

R

შეიძლება დაინტერესდეთ