Baby Bag

ისრაელი, როგორც მედიკამენტების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი, მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარს იპყრობს

ისრაელი, როგორც მედიკამენტების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი, მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარს იპყრობს

ისრაელის ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიების ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს, მან მარტივად შეძლო ჯანდაცვისა და მეცნიერების დარგში ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი ინდუსტრიის შექმნა.

მედიკამენტებისა და საკვები დანამატების წარმოება და ექსპორტი ისრაელისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ექსპორტის მაჩვენებლით იგი მსოფლიო ბაზარზე აშკარად დომინირებს და სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით წინ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია და ამ მხრივ მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.
ისრაელის ბიოტექნოლოგიების სექტორი საკმაოდ ძლიერია და, ძირითადად, მცირე ზომის კომპანიებისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი კომპანიაა Hisunit, რომელიც 30 წელია ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს.

სწორედ Hisunit-ის პროდუქტია მსოფლიოში აღიარებული საკვები დანამატი „ბეიბიქალმი“ - ახალშობილებში კოლიკის პრობლემის მოგვარების უებარი საშუალება.

„ბეიბიქალმი“ აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებლების მიერ, მინიჭებული აქვს FDA, ABC, GMP, ISO 9000-ის სერთიფიკატები, რაც იმას ნიშნავს, რომ აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს.

„ბეიბიქალმი“ მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან: კამის, ანისულისა და პიტნის ზეთებისგან, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს, შაქარს, დამატკბობლებს, ალკოჰოლს.

სწორედ ამიტომ ექიმები და ფარმაცევტები „ბეიბიქალმს“ გამოარჩევენ სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან და კოლიკის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ხშირად ურჩევენ მშობლებს.

100%-ით ნატურალური, 100%-ით უსაფრთხო და 100%-ით ეფექტიანი საკვები დანამატი დღეს ხელმისაწვდომია საქართველოს სააფთიაქო ქსელშიც.

​R

შეიძლება დაინტერესდეთ