Baby Bag

ბანანისგან კორონავირუსით დაინფიცირება - მითი თუ რეალობა?

ბანანისგან კორონავირუსით დაინფიცირება - მითი თუ რეალობა?

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით დაავადებისადმი შიში მძაფრდება და არაერთი ცრუ ინფორმაციაც ვრცელდება. ერთ-ერთი მითი ბანანის აკრძალვას ეხება. აღნიშნულ თემას ცნობილი ექიმი ევგენი კომაროვსკი თავის ​ვიდეომიმართვაში ეხმიანება. როგორც უკრაინელი პედიატრი აღნიშნავს, ბანანთან დაკავშირებული პანიკა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული:

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა ბანანი დაინფიცირებულია კორონავირუსით. ხალხი ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია, რომ აღარ ჭამონ ბანანი და ეს წერილი ყველას გაუგზავნონ. მინდა გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია სრული სისულელეა. მიირთვით ბანანი, შეგერგოთ! კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ვრცელდება ბევრი დეზინფორმაცია, რაც ხალხში პანიკის დათესვას ემსახურება. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს“, - აღნიშნავს ექიმი კომაროვსკი. 

კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ მითებს BBC-ს მონიტორინგის სამსახურმა მოუყარა თავი. აღნიშნულ თემაზე სტატია იხილეთ ბმულზე ​პოპულარული მითები კორონავირუსის შესახებ

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად