Baby Bag

უძილობა და მისი გამომწვევი მიზეზები - როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას მშვიდად არ სძინავს?

უძილობა და მისი გამომწვევი მიზეზები - როგორ მოვიქცეთ, თუ პატარას მშვიდად არ სძინავს?
ბევრი მშობლისთვის ნაცნობი სიტუაცია, როდესაც ძუძუთა ბავშვი ღამეში რამდენიმეჯერ იღვიძებს, ტირის და შემდეგ ძნელად იძინებს. ძალიან რთულია ხოლმე შედარებით უფროსი ასაკის ბავშვების დაძინებაც. ისინი სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ, რომ თავიდან აირიდონ და რაც შეიძლება გადადონ დაძინების პროცესი.

პატარების უძილობა ცალსახად საგანგაშო სიმპტომია, რადგან ეს მათ არასახარბიელო ცხოვრების წესზე ან ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ბავშვების უძილობა ახდენს მშობლების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გამოფიტვასაც. ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარება ოჯახისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხია.

როგორც დიდებში, ისე პატარებში, უძილობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს:
• ყოველდღიური ძილისწინა რიტუალის დარღვევა. პატარასთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, იდენტური მოქმედებების ნაკრები, დღის მკაცრი გრაფიკი - ეს ყველაფერი მასში აღძრავს უსაფრთხოების განცდას. იგი მშვიდდება და უშფოთველად იძნებს.
• შუქი და ხმა - ბავშვის ძილს სასრგებლოდ წაადგება საძინებელში ეგრეთ წოდებული „თეთრი ხმაურის“ შექმნა. ეს შეიძლება იყოს წვიმის ხმა, სასიამოვნო მუსიკა, დედის სიმღერა და ა.შ. მნიშვნელოვანია შუქის ფაქტორიც. თუ დღე გაჯერებული უნდა იყოს სინათლით, ხმამაღალი საუბრით, სიცილითა და თამაშით, საღამოს სასურველია, ჩამოაფაროთ მძიმე ფარდები, რათა შუქი დაიჩრდილოს, ხოლო საუბარი და სხვადასხვა სახის ხმა უნდა გახდეს რაც შეიძლება ჩუმი. ეს პოზიტიურად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე.
• საწოლი - თავიდანვე მიაჩვიეთ პატარა თავის საწოლში ძილს, რადგან თუ ის თქვენ გვერდით ძილს არის მიჩვეული, მისთვის უდიდესი სტრესი იქნება საწოლის გამოცვლა.
• განშორება - ბავშვი თავიდანვე ამჩნევს დედის არყოფნას. მას ამ დროს უჩნდება დაუცველობის შეგრძნება და შიში. ასეთ ბავშვებში ძალიან ხშირია ღამით ხშირად გაღვიძების შემთხვევები. განსაკუთრებით მაშინ, როდესც იგი დამოუკიდებლად ვერ იძინებს და ამას დედის დახმარებით (კვება, დარწევა და ა.შ) აკეთებს.
• სტრესი - ეს შეიძლება იყოს ყველა შესაძლო გამაღიზიანებელი ფაქტორი და ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია: კამათი, ყვირილი და ჩხუბი ოჯახში, მშობლების კონფლიქტი, დედის დაძაბულობა და ა.შ.
• სუნი - ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჰაერში არსებული გამაღიზიანებელი ნივთიერებების მიმართ, რაც უძილობის ერთ-ერთი მიზეზია. ყველაზე გავრცელებული გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს სიგარეტის ბოლი, საღებავები, სუნამოები, თმის ლაქი და ა.შ. ამიტომ არასოდეს დატოვოთ ამ ნივთიერებებით სავსე ჭურჭელი თავღია ბავშვთან ახლოს და ყოველთვის გაანიავეთ ოთახი ძილის წინ.
• ოტიტი (შუა ყურის ანთება) - უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ოტიტი, რომლის გამოც ბავშვი არა მხოლოდ ხშირად იღვიძებს ღამით, არამედ საღამოსაც არ სურს დაძინება.
• კბილები - ოთხი-ექვსი თვის ბავშვი შესაძლოა, შეაწუხოს პირველად ამოსულმა კბილებმა. კბილის ამოსვლის პროცესი ახალშობილებში საკმაოდ მტკივნეული და მტანჯველი პროცესია. ამ დროს ფართოვდება ღრძილები, რის გამოც ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, რომელიც ყელში გროვდება. ამის გამო ბავშვი წუხს და იღვიძებს.
• კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა - თუ ბავშვს დარღვეული აქვს კვების რეჟიმი, ხშირად ეღვიძება ღამით, უდროო დროს და ითხოვს საკვებს. იგივე ეხება არეული ძილის გრაფიკსაც.
• მუცლის ტკივილი - ბავშვის უძილობისა და ძილის გატეხის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სერიოზული მიზეზია. ამ დროს პატარას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ნატურალური მცენარეული წვეთებით, რომელთა ხარისხიც ეჭვს არ იწვევს.
ჩამოთვლილთაგან უძილობის ყველაზე ხშირი მიზეზი არის საკვების მონელების გაძნელებით და/ან აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი. „ბეიბიქალმის“ წვეთები ყოველი ჭამის წინ - აუცილებლად დაეხმარება თქვენს პატარას და მოუწესრიგებს ამ მიზეზით გამოწვეული უძილობის პრობლემას.

რატომ „ბეიბიქალმი“?
„ბეიბიქალმი“ არის მცენარეული ეთერზეთების შემცველი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილებისთვის - აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილის სამკურნალოდ.
• შეიცავს 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებს;
• არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს;
• არ შეიცავს შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობლებს;
• არ შეიცავს სპირტს;
• არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს;
• კომფორტულია გამოყენებისთვის;
• მოქმედებს მომენტალურად;
• არ აქვს გვერდითი მოვლენები;
• არ იწვევს შეჩვევას;
• არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმ-პროდუქტთან ერთად;
• გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს;
• აქვს FDA, ABC, GMP, ISO საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები;

• „ბეიბიქალმი“ უკვე 30 წელია, უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. იგი აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებლების მიერ. „ბეიბიქალმს“ გამოარჩევენ სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან და ყველაზე ხშირად ურჩევენ მშობლებს ექიმები და ფარმაცევტები.

• „ბეიბიქალმის“ გამოყენების წესი და დოზირება შემდეგია: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი, გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე (თეთრი ისარი); თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირში 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან კვებასა და კვებას შორის - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი, რომ არ გადასცდეს პატარას). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის; ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა; გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.

R