Baby Bag

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ“ - თუთა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ“ - თუთა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

თუთამ, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა, ლეიკემია დაამარცხა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თუთას დედა ნატუკა ბერიშვილი წერს:

„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა. სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!“ - აღნიშნავს ნატუკა ბერიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თუთას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი წელიწად-ნახევრის წინ დაუსვეს. თუთამ მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა და როგორც ირკვევა ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?

რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს?
რომელი ხილი რა რაოდენობის შაქარს შეიცავს? - ამ თემაზე გაეცანით ექიმ ზაზა თელიას პოსტს.

„​რომელ ხილშია შაქარი მეტი რაოდენობით?

მაღალი შემცველობით:
1. ერთი მანგო - 45 გრამი შაქარი
2. 1 ჭიქა (ანუ 128 გრამი) ყურძენი - 23 გრამი შაქარი
3. 1 ჭიქა ბალი - 18 გრამი შაქარი
4. 1 საშუალო ზომის მსხალი - 17 გრამი შაქარი
5. 1 საშუალო ზომის საზამთროს ნაჭერი - 17 გრამი
6. 1 საშუალო ზომის ბანანი - 14 გრამი შაქარი

დაბალი შემცველობით:
7. 1 ჭიქა მარწყვი - 7 გრამი შაქარი
8. 1 ცალი ავოკადო - 0.5 გრამი შაქარი
9. 1 ჭიქა ჟოლო - 5 გრამი შაქარი
10. ნახევარი, გაჭრილი (64 გრამი) ვაშლი - 5.7 გრამი შაქარი
11. გაჭრილი ფორთოხალი - 8.4 გრამი
12. ნახევარი ჭიქა მაყვალი - 3.5 გრამი შაქარი
13. გაჭრილი კივი - 8.1 გრამი შაქარი

​​RDA-ის მიხედვით დღიური ნახშირწყლების მიღების ნორმა ორივე სქესის, არასპორტსმენი, ჯანმრთელი, ნორმალური წონის (BMI - 18-24.9) ადამიანისთვის არის - 130 გრამი დღეში,“ - წერს ზაზა თელია.

წაიკითხეთ სრულად