როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისგან, როგორ ვუმკურნალოთ გრიპს, - Momsedu.ge-ს ამ და სხვა აქტუალურ თემებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ესაუბრა.
„პედიატრთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი მწვავე რესპირატორული ინფექციებია, რომელთა 80-90% შემთხვევებში ეტიოლოგიური ფაქტორი არის ვირუსი. ეს შეიძლება იყოს: გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, რინოვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ადამიანის, ძუძუმწოვართა, ფრინველთა კორონავირუსები, ადამიანის რეოვირუსები, ადამიანის როტავირუსები, ძუძუმწოვართა და ადამიანის ადენოვირუსები, ჰერპეს ვირუსები HSV1,2, ადამიანის ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი.
მიმდინარე სეზონზე სხვა ვირუსებთან ერთად ხშირად გვხვდება A ტიპის ორი ქვეტიპი - H1N1 და H3N2 და B ტიპის გრიპის ვირუსები.
- ქალბატონო ინგა, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, რა სიმპტომების დროს?
- ვირუსული ინფექციის სიმპტომები ვლინდება უეცრად, ტემპერატურის სწრაფი მატებით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით, უმადობით, ხველით, ცემინებით და სხვა... H1N1-ის შემხვევაში ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს მკვეთრი საერთო სისუსტე და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტრემორი, უარის თქმა საკვებისა და სითხეების მიღებაზე. სწორედ ამ სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ექიმს, სხვა შემთხვევებში, როდესაც ფიქსირდება 38,5-ზე დაბალი ტემპერატურია, ბავშვი აქტიურია, უარს არ ამბობს საკვებსა და სითხეებზე, ექიმთან ვიზიტი საჭირო არ არის, ასეთი პაციენტები უნდა ვმართოთ ბინის პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რა უნდა მოვიმოქმედოთ გრიპის პრევენციისთვის?
- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა ვირუსისა და გაციებისგან. ეს განსაკუთრებით ეხებათ ხშირად მოავადე ბავშვებს. ეს არის პაციენტების ჯგუფი, რომელიც მწვავე რესპირატორული ინფექციებით ავადდება 6-ჯერ და მეტჯერ წელიწადში, ხშირად უმწვავდებათ ჰერპესული ინფექცია, დამახასიათებელია ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, ამ ჯგუფში ხშირად გვხვდება ლიმფადენოპათიები.
პრევენციისთვის გადამწყვეტი არის ბავშვის სწორად მოვლა - ხელების ხშირი დაბანა, ცემინებისა და ხველის დროს ერთჯერადი ხელსახოცის ხმარება, რომელიც შემდეგ აუცილებლად ურნაში უნდა ჩააგდოთ, სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, სრულფასოვანი, ბუნებრივი ვიტამინებით მდიდარი კვების რაციონი, სახლის ხშირი განიავება, რუტინული დალაგება - ყოველდღიურად სველი წესით წმენდა ზედაპირებისა, რომელსაც ბავშვი ხელით ეხება. დაავადებულებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან ხშირი კონტაქტის აცილება, ბავშვის გაკაჟება, ხშირი გასეირნება სუფთა ჰაერზე (რაც შეიძლება მოშორებით ავტომობილებით გადატვირთული გზებისგან). არ უნდა დაგვავიწყდეს დროული ვაქცინაციის მნიშვნელობა - ამისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერ-ნოემბერი. ასევე იმუნიტეტის მოწესრიგება უსაფრთხო და აპრობირებული მედიკამენტებით, მაგალითად, ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა - ლარიფანი.
ეს არის ბუნებრივი იმუნომოდულატორი პირდაპირი ანტივირუსული მოქმედებით, რომელიც ძალიან გვეხმარება ვირუსული ინფექციის პრევენციისთვის. რა თქმა უნდა, 100%-იანი დაცვა ვირუსული ინფექციებისგან არ არსებობს, მით უმეტეს, როდესაც კონტაგიოზობის კოეფიციენტი ძალიან მაღალია, თუმცა ლარიფანის შემცველი პრეპარატები მართლაც ძალიან ეფექტურია, როგორც გაციების დროს, ასევე ვირუსული ინფექციებით - განსაკუთრებით გრიპის, ჩუტყვავილასა და ჰერპეს ვირუსით გამოწვეული პრობლემებისას.
როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია, დაავადების პრევენცია. ლარიფანი კარგი საშუალებაა, რომ ბავშვი არ გაცივდეს, ავარიდოთ ვირუსული ინფექცია, მოვუწესრიგოთ იმუნიტეტი - ამისთვის საჭიროა, დედამ რაც შეიძლება ხშირად წაუსვას ბავშვს ლარიფანის მალამო - დილით - გაღვიძებისთანავე, სახლიდან გასვლისას - სკოლაში ან ბაღში წასვლამდე, ტრანსპორტში ჩაჯდომამდე, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს, სახლში დაბრუნებისას - ხელების დაბანის შემდეგ, ღამით - ძილის წინ. რაც მთავარია, ლარიფანი უნგოს გამოყენება უნდა მოხდეს მუდმივად, ყოველდღე, არ უნდა გამოვტოვოთ დღეები, რომ ბავშვი იყოს დაცული.
რაც შეეხება მკურნალობას, დაავადების დაწყებიდან პირველ დღეებში ლარიფანის სპრეის გამოყენება კომბინირებულ თერაპიაში იძლევა საშუალებას, რომ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს, უფრო სწრაფად და ადვილად დაამარცხოს ვირუსული ინფექცია და თავიდან ავირიდოთ გართულებები.
შეიძლება გამოვიყენოთ ლარიფანის საწუწნი ჟელიბონები - ლარიფანი ლარინგო, იმ ასაკიდან, როცა ბავშვს შეუძლია ჩაწუწნოს და არ გადაყლაპოს ჟელიბონები, 3 წლის ასაკიდან შეიძლება ბავშვის პირის ღრუს მოვუაროთ ლარიფანის შემცველი კბილის პასტით, რომელიც ასევე კარგი საშუალებაა ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის.“
ენდეთ ლარიფანს - ლარიფანი არ გიღალატებთ!
R