Baby Bag

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილ პანიკას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვთ:

„რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.

ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც. ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები... ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოც. ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არდაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza, იგივე გრიპი სჭირდა (წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.

ასეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი - სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს),“ - წერს დავით მათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თებერვალს და­ფიქ­სირ­და. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ლარიფანის“ ინექციები კორონავირუსის წინააღმდეგ - რეკომენდაციები „ლარიფანის“ ავტორისგან, პროფესორ გუნა ფელდმანესგან

„ლარიფანის“ ინექციები კორონავირუსის წინააღმდეგ - რეკომენდაციები „ლარიფანის“ ავტორისგან, პროფესორ გუნა ფელდმანესგან

„გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე გამოყენებული გრიპის ვაქცინა არ არის განკუთვნილი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ და ახალი საყოველთაო საფრთხის - ჩინეთიდან წამოსული კორონავირუსის უახლესი სეროტიპისგან დაცვის დიდი არჩევანი არ გაგვაჩნია, წინამდებარე რეკომენდაციები და ცნობები „ლარიფანზე“ განსაკუთრებით საყურადღებოდ მიგვაჩნია.

Coronavirus 2019-nCoV ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი დრამატული მოვლენებიდან გამომდინარე, გვსურს რეკომენდაცია გავუწიოთ ანტივირუსულ პრერატ „ლარიფანს“, როგორც ეფექტურ საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას ვირუსული ინფექციების, მათ შორის კორონა ვირუსებით განპირობებული ინფექციების წინააღმდეგ.

სავარაუდოდ, „ლარიფანი“ ვერ გამოასწორებს ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ რეგიონებში, სადაც უკვე პიკს აღწევს ინფიცირების მაჩვენებლი, მაგრამ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „ლარიფანის“ საშუალებით შევძლებთ შევამციროთ ვირუსით ინფიცირების რისკი სხვა რეგიონებში, გამომდინარე იქიდან, რომ „ლარიფანი“ არის ფართო სპექტრის ანტივირუსული პრეპარატი და მისი მაღალეფექტურობა კორონავირუსებთან მიმართებაში დადასტურდა არაერთი კლინიკური დაკვირვებით. რაც შეეხება ინფექციის ეპიცენტრებს, ანუ წითელ რეგიონებს - ამ რეგიონებში საჭიროა სპეციფიკური ვაქცინის გამოყენება, რომლის შექმნასაც დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რა დროშიც ინფექცია შესაძლებელია, გავრცელდეს სხვა - ჯერ კიდევ მწვანე რეგიონებში.

„ლარიფანის“ აქტიური ნივთიერება არის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა, რომლის წარმოებაც ხდება ლატვიაში, კომპანია „Larifans Ltd“-ს მიერ.

გვსურს, საზოგადოების ყურადღება შევაჩეროთ „ლარიფანის“ ინექციებზე, როგორც საპროფილაქტიკო საშუალებაზე - Coronavirus 2019-nCoV -ის პანდემიის საშიშროებით გამოწვეულ ექსტრემალურ პირობებში. „ლარიფანის“ ეს ფორმა ლატვიაში დარეგისტრირდა, როგორც იმუნომოდულატორი ანტივირუსული მოქმედებით 1990 წელს და მას შემდეგ ის გამოიყენება ამ მიმართულებით ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

არაექსტრემალურ პირობებში, როდესაც არ არსებობს ვირუსული ინფექციის პანდემიის საშიშროება, ვირუსის პროფილაქტკისითვის, როგორც წესი, გამოიყენება „ლარიფანის“ სხვა ფორმები (მალამო, სპრეი, ლარინგო, ტუჩსაცხი და რიგ შემთხვევებში რექტალური სანთლები), მაგრამ დღეისთვის არსებული მდგომარეობა გვაიძულებს, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ საინექციო ფორმას, რომელიც სპეციალურად შექმნილია მძიმედ მიმდინარე, განსაკუთრებით აგრესიული, ახალი და იშვიათი ვირუსების გასანეიტრალებლად. გამომდინარე იქიდან, რომ „ლარიფანი“ თრგუნავს ვირუსის უჯრედშიდა გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა პრაქტიკულად ყველა ვირუსისთვის - მას აქვს გამოხატული ფართო სპექტრის ანტივირუსული მოქმედება.

„ლარიფანის“ აქტიური ნივთიერება არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა, რომელიც მიიღება არაპათოგენური ბაქტერიისგან შესაბამისი ფაგით მისი ბიოტექნოლოგიური გზით წინასწარი ინფიცირების შემდგომ.

გარდა ძლიერი ანტივირუსული მოქმედებისა, „ლარიფანს“ აქვს უნარი, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ორგანიზმის იმუნური სისტემა და ბუნებრივი დაცვითი ფუნქციები (ინტერფერონების ინდუქციის გზით) და მით უფრო ეფექტურია სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად.

ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა „ლარიფანის“ (ორნმ „ლარიფანი“) ანტივირუსული ეფექტი დადასტურებულია სხვადასხვა კლინიკური დაკვირვებით ლატვიისა და ევროპის სხვა ქვეყნების კლინიკებსა და კვლევით ცენტრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში.

განსაკუთრებით თემატურია ლატვიური გამოცდილება „ლარიფანის“ სპრეის გამოყენებისა ინჰალაციების სახით 1990 წლის გრიპის ეპიდემიის დროს. სპრეის გამოყენება ინჰალაციის სახით ხდებოდა დაინფიცირებულ პაციენტებსა და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებში. შედეგად, მიღებულ იქნა შემდეგი სურათი - 2500 პაციენტიდან, სადაც გამოიყენეს სპრეის ინჰალაცია, გამოჯანმრთელება დადგა 36-48 საათში პაციენტთა 100%-ში, ხოლო კონტაგიოზურ ადამიანთაგან არ დაავადებულა არც ერთი მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურ კონტაქტში იყვნენ ოჯახის დაინფიცირებულ წევრებთან.

2009 წელს, მაშ შემდეგ რაც გამოქვეყნდა „ლარიფანის“ უსაფრთხოების კვლევის კეთილსაიმედო შედეგები, რომლებიც ადასტურებდნენ „ლარიფანის“ უსაფრთხოების უმაღლეს პროფილს, ჩატარდა კლინიკური დაკვირვება ბავშვებზე. კვლევაში მონაწილეობდნენ ბავშვები 1 თვის ასაკიდან 12 წლამდე. აღნიშნული კლინიკური დაკვირვების პირობებში მიმდინარეობდა „ლარიფანის“ სანთლებით მეორადი იმუნოდეფიციტის და გრიპის მკურნალობა ხშირად მოავადე ბავშვებში. კვლევის შედეგებმა დაადასტურა „ლარიფანის“ მაღალეფექტურობა.

დღეისათვის 2019-nCoVსწრაფად გავრცელებისა და მსოფლიო პანდემიის რისკიდან გამომდინარე, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ „ლარიფანის“ ინექციებს და/ან რექტალურ სუპოზიტორიებს ვირუსით ინფიცირების მაღალ დონეზე პროფილაქტიკისთვის ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.“

Guna Feldmane. Larifan ltd. Riga. Latvia

R

წაიკითხეთ სრულად