Baby Bag

„კორონავირუსი გაცილებით მარტივია, ვიდრე თავიდან გვეგონა“ - ისრაელის უმსხვილესი კლინიკის წარმომადგენელი

„კორონავირუსი გაცილებით მარტივია, ვიდრე თავიდან გვეგონა“ - ისრაელის უმსხვილესი კლინიკის წარმომადგენელი

​კორონავირუსის პანდემია გაცილებით მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე წარმოგვედგინა, - აცხადებენ ისრაელის წამყვანი ექიმები.

„კორონავირუსით დაინფიცირება არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს. ეს დაავადება 84%-ში იოლად მიდის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერც გაიგებენ, რომ დაინფიცირებულები იყვნენ. 16%-ისთვის ეს გაცილებით მძიმე დაავადებაა, მათ 2-5%-ს, შესაძლოა, დასაჭირდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი ისეთივე არაა, როგორც ამას ვისმენდით ჩინეთის პროვინცია უხანიდან. ციფრები გაცილებით ნაკლებია. თუ ამას გადავხედავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით, ეს დაავადება გაცილებით მარტივია, ვიდრე თავიდან გვეგონა,“ - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ისრაელის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის, ​Sheba-Tel-A-Shomer-ის“ დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა ​აფეკ არნონმა განუცხადა.

ისრაელში, სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 324-ს შეადგენს, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ეპიდემიის დაწყების დღიდან, შიბას საავადმყოფო გახდა მთავარი ცენტრი, სადაც ამჟამად COVID-2019-ით ინფიცირებული ათობით პაციენტი მკურნალობს.

„შიბა იყო პირველი სამედიცინო ცენტრი, რომელმაც ჩამოაყალიბა პირველი ეროვნული ცენტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის. ჩვენ იგი ავაშენეთ საავადმყოფოს გარეთ, რათა გამოვყოთ კორონავირუსით დაავადებული პაციენტები სხვა პაციენტებისგან. თავიდან ეს იყო საკარანტინო ცენტრი მათთვის, ვინც ჩამოვიდა „Diamond Princess“ ლაინერიდან, მაგრამ ახლა ეს არის კორონავირუსის მქონე პაციენტთა ცენტრი. ახლა 40–ზე მეტი პაციენტი შეიძლება იყოს, მათ შორის 4 ადგილი მძიმე ავადმყოფებისთვის”, - აღნიშნა არნონმა.

პროფესორი კორონავირუსის მთავარ საფრთხეს ვაქცინის არარსებობის პირობებში ხედავს. მისი აზრით, ამან განაპირობა ინციდენტის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა იტალიაში.

„იტალიაში ღამით უამრავი ადამიანი ავად გახდა. ეს იყო პიკი. ამიტომ იტალიის ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება მას. თუმცა სისტემა იქ ზოგადად კარგია. ჩვენ გვინდა ამის მოგვარება კარანტინით,“ - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.

ექიმი ეშერ სალმონი, ისრაელის ჯანდაცვის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების დირექტორი, კარანტინს უწოდებს ჯანდაცვის სისტემის ტვირთის შემცირების ეფექტიან საშუალებას. 

„კარანტინი მნიშვნელოვანია ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად. ერთი მხრივ, ჩვენ საავადმყოფოებს მივცემთ სუნთქვის შესაძლებლობას. მეორეც, მივუახლოვდებით ზაფხულს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სეზონური ვირუსია და ზაფხულში მისი აქტივობა შემცირდება. მესამე ისაა, რომ გაჩნდება ახალი წამლები და ვაქცინა. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ტალღის შემცირება“, - აღნიშნა ექიმმა სალმონმა.

წყარო: ​რია ნოვოსტი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)