Baby Bag

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით

ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მშობლებს მიმართავს. 

„არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით:

პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში.

კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე.

თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი თარიღი და დრო აცრების ჩასატარებლად. აღნიშნული უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებებში თქვენი და თქვენი შვილის დაყოვნების ხანგრძლივობის, მომლოდინთა რიგების მინიმიზებას და დერეფნების განტვირთვას.

შეგახსენებთ, რომ ინფექციების ნაწილი (ყივანახველა, პნევმოკოკი, წითელა, ჰიბ-ი) იწვევს სწორედ სასუნთქი სისტემის დაზიანებას, მსგავსად ახალი კორონავირუსისა.

ზემოთ აღნიშნულ ინფექციებზე აცრა კი იცავს ბავშვებს მათ მიერ გამოწვეული გართულებებისგან“, - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,სჯობს ეს სიმპტომები იცოდეთ, ვიდრე მუდმივად ანალიზები იტაროთ'' - ექიმის რეკომენდაციები თრომბოემბოლიის თავიდან ასაცილებლად

,,სჯობს ეს სიმპტომები იცოდეთ, ვიდრე მუდმივად ანალიზები იტაროთ'' - ექიმის რეკომენდაციები თრომბოემბოლიის თავიდან ასაცილებლად

როგორ მივხვდეთ, რომ თრომბოზის რისკის ქვეშ ვართ? - თემაზე ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი საუბრობს. 

ნახეთ ვიდეო და მოისმინეთ ექიმის რეკომენდაციები ☝️


წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად