Baby Bag

,,არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში, გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე'' - პედიატრ თემურ მიქელაძის 10 რჩევა მშობლებს

,,არ წაიყვანოთ ბავშვები მარკეტებში, გაიყვანეთ სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე'' - პედიატრ თემურ მიქელაძის 10 რჩევა მშობლებს

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე კორონავირუსის პანდემიის დროს მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. მის რჩევებს ის კლინიკა „მზიური მედი“ ოფიციალურ გვერდზე ​აქვეყნებს:

1. დაიცავით სოციალური დისტანცირება და გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა!
2. საქართველოში დღევანდელი ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ბავშვები ეზოში, რეკრეაციულ და ღია სივრცეებში ჩაიყვანეთ 15-წუთიანი ხანგრძლივობით 2-3-ჯერ დღის განმავლობაში!
3. ეზოში არ დატოვოთ მარტო, მოზრდილის მეთვალყურეობის გარეშე!
4. ხშირად დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები!
5. არ წაიყვანოთ ბავშვები და არც თქვენ წახვიდეთ ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ეკონტაქტეთ ელექტრონული საშუალებებით!
6. მოარიდეთ ბავშვები 5-10-კაციან თავშეყრის ადგილებსაც კი!!!
7. არ წაიყვანოთ მარკეტებში. სასურველია პროდუქტის შესაძენად იაროს ოჯახის ერთიდაიმავე წევრმა. არ მოიმარაგოთ მალფუჭებადი პროდუქტები!
8. დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები!
9. ბავშები ქალაქგარეთ გაიყვანეთ, სოფლებში, იზოლირებულ აგარაკებზე (თავი შეიკავეთ კურორტებისგან).
10. არ შეხვდეთ მეზობლებსა და ნათესავებს!

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რაზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები საზოგადოებას გააცნო. მისი თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება:

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს - ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში რომლებზეც პრემიერმა მოგახსენათ, სკოლები უკვე გადასულნი არიან დისტანციურ რეჟიმზე, ესეც ნარჩუნდება,'' - დასძინა ჩხენკელმა. 

ვრცლად იხილეთ ვიდეოში ☝️

წაიკითხეთ სრულად