Baby Bag

​როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან, რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან - პედიატრის რეკომენდაციები

​როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან, რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან - პედიატრის რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ პატარები მწერებისაგან და როგორ მოვაცილოთ სწორად ტკიპა კანიდან, ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ზაფხული მოვიდა და მასთან ერთად აქტუალური გახდა საზაფხულო პრობლემებიც.
დღეს მწერებზე ვისაუბრებთ, რომელთა ნაკბენს დისკომფორტის გარდა სერიოზული დაავადებაც შეიძლება მოჰყვეს.
კოღოებიდან გამოვყოთ ანოფელისი, რომელსაც მალარიის გამომწვევი გადააქვს და ფლებოტომუსი, რომელიც ლეიშმანიოზის გამომწვევის გადამტანია.
რწყილებსა და ტკიპებს მძიმე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები გადააქვთ. ამ პარაზიტებთან კონტაქტი შესაძლოა, შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას, ასევე ტყეებსა და მინდვრებში სეირნობისას მოხდეს.
მწერების ნაკბენს ადგილობრივი რეაქციების გარდა შესაძლოა, მძიმე ალერგიული რეაქციაც მოჰყვეს.

რა გავაკეთოთ მწერის კბენის შემდეგ?

  • ნაკბენზე პატარას ყინული ან ცივი კომპრესი დაადეთ
  • ძლიერი ქავილისას ექიმთან შეთანხმებით ქავილისა და შეშუპების საწინააღმდევო მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ
  • ნესტრიანი მწერის კბენის ან კანზე ტკიპას აღმოჩენისას ნუ ეცდებით ნესტარი დანით მოაცილოთ ან ტკიპა ძალით ააძროთ, პირიქით, შესაძლებელია, ტკიპას ხორთუმი კანში ჩატოვოთ
  • ნაკბენზე ზეთში დასველებული საფენი დაადეთ და შემდეგ ნესტარი ან ტკიპა ფრთხილად მოაცილეთ

როგორ დავიცვათ თავი მწერებისგან?

  • ნუ ასეირნებთ პატარას გარეთ შებინდების შემდეგ, რადგან კოღოები სწორედ ამ დროს აქტიურდებიან
  • ტყეებსა და მინდვრებში გასვლისას სხეული სჯობს სრულად იყოს დაფარული სამოსით
  • საღამოს ნუ აანთებთ ოთახში სინათლეს, თუ ფანჯრები ღიაა ან ბადით არაა დაცული
  • აუცილებლად გამოიყენეთ ბადეები ფანჯრებზე
  • თუ ირგვლივ ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, თუმცა შემდეგ ოთახი გაანიავეთ
  • არასოდეს გამოიყენოთ მწერებთან საბრძოლველად ის საშუალებები, რაც შინაური ცხოველებისათვისაა განკუთვნილი. ისინი სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას!
  • თუ კბენის შემდეგ სუნთქვის გაძნელება, ძლიერი შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა, გამონაყარი შენიშნეთ, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს!“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბანანის ბურთულები - უმარტივესი დესერტი, რომლის მირთმევას პატარები დამოუკიდებლადაც შეძლებენ

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა ბანანის დესერტი, რომელიც თქვენს პატარებს 8-9 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:


​მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R.

წაიკითხეთ სრულად