ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
რა რაოდენობის მარილი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში
მარილი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია. სწორედ მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას.
შეზღუდული რაოდენობით უნდა მიეცეთ თუ არა ბავშვებს მარილი? - დიახ, რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.