ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
,,მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა"
ზეითუნის ზეთზე ექიმი ზაზა თელია საუბრობს. MomsEdu.ge მის ნათქვამს უცვლელად გთავაზობთ:
,,ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.
ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.
არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა ,,ძლიერი შეწვა".
და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.
ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის,'' - აღნიშნავს ზაზა თელია.