ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 5 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში გუშინ გადაყვანილი პაციენტი მარნეულის კლასტერს წარმოადგენს:
,,5 წლის ბავშვი უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს კლინიკაში და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირებულნი არიან, თუმცა ისინი სხვაგან მკურნალობენ. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ბავშვები როგორც წესი, სუბიექტურად კარგად გრძნობენ თავს,“ - დასძინა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 107
მათ შორის გარდაცვლილი - 5
კარანტინის რეჟიმში - 5223
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3