ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვებში იმუნიტეტის დაქვეითების ძირითად მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს არსებული შეზღუდვები იმუნიტეტს ასუსტებს:
„ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იზოლაციის დროს, ყველაფერი ასუსტებს იმუნიტეტს. არ გავდივართ გარეთ, ეს ნიშნავს, რომ მზის სხივებთან ნაკლები კონტაქტი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ იმუნიტეტი სუსტდება. არ გვაქვს შესაბამისი ფიზიკური აქტივობა. ესეც ზეგავლენა იმუნიტეტზე. არ ვიკვებებით სწორად. სახლში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ იღებ უფრო მეტად არაჯანსაღ საკვებს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პანდემიის დროს შეზღუდვებთან, იზოლაციასთან, აუცილებლად მოქმედებს იმუნიტეტზე. სამწუხაროდ, ეს ხელოვნურად შექმნილი სუტაციაა.“
ივანე ჩხაიძის თქმით, იზოლაციაში გატარებულმა ერთმა წელმა არ უნდა შეგვაშინოს:
„არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რადგან ჩვენ ერთი წელი გავატარეთ იზოლაციაში, ჩვენი იმუნიტეტი გახდა ნაკლებად რეაქტიული. ყველაფერი წესრიგშია, არ შეგვეშინდეს. ეტაპობრივად მაინც უმჯობესია, რომ ჩვენ არ შევამციროთ აქტიურობა. შესაძლებლობის ფარგლებში გავიდეთ გარეთ, ბავშვებისთვის მზე აუცილებელია.“