ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
,,გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც - ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მე-5 ტალღას ეხება:
,,15/06/2021 მკაფიოდ ვთქვი, რომ აგვისტოს მე-2 კვირიდან იქნება კოვიდის მე-4 ტალღის აფეთქება... (ისე მე-4 ტალღა მე დავაანონსე 1 ივლისს და არა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა) გაგაფრთხილეთ (არ დამიჯერეთ, როგორც ყოველთვის, მე-2 და მე-3 ტალღის დროსაც იგივე იყო) ასევე ვთქვი, რომ სექტემბრის პირველ ნახევრამდე იქნება ეს ტრაგედია საქართველოში... (ნახეთ ვიდეო რგოლი)
25/08/2021 გაფრთხილებთ მე-5 ტალღაზეც (ვიცი, მაინც არ დამიჯერებთ).
გადახედეთ; ბოლო 2 წელი რა ვთქვი და რა არ შესრულდა,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.