ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართვას.
მისი თქმით, პირველივე სიმპტომებისას აუცილებელია ტესტის გაკეთება, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადამიანმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და მესამე - თუ ექიმი იტყვის, რომ პაციენტს აქვს დამძიმების ნიშნები, უნდა დაწვეს კლინიკაში.