ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
განათლების სამინისტრომ I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების სასკოლო სივრცეში ჩატარება სავალდებულოდ განსაზღვრა, ხოლო V-XII კლასებში გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებაც შესაძლებელია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.