ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი საზოგადოებას პირბადეების დანიშნულების შესახებ საინტერესო ცნობებს აწვდის და აცხადებს, რომ ნიღაბს ჯანმრთელი ადამიანის ვირუსისგან დაცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ნიღაბი დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
მშობლებს ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის სახლში წაღება 14 დღეში ერთხელ შეეძლებათ
„საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი დაფასოებული პროდუქტების გაცემა მოხდება 14 დღეში ერთხელ, ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან,“ - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, ნუტრიციოლოგისტებთან.
„პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა აღსაზრდელების მშობლებს. პროცესი განხორციელდება მოხალისეთა ჩართულობით. რა თქმა უნდა, სრულად იქნება დაცული ჰიგიენის და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებაში, როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად, არცერთ ბავშვს, არ დავტოვებთ თავისი კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე და მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას 14 დღეში ერთხელ, ორი კვირის მარაგის, რათა ქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება,“ - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.