Baby Bag

,,ძროხის რძის მიღება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს“

რკინადეფიციტური ანემიის შესახებ თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი საუბრობს. 

მისი თქმით, ​რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ პირველ რიგში დღენაკლული, ადრეული ასაკის ბავშვები, არასრულწლოვნები, განსაკუთრებით 12-15 წლის წლის ასაკში, ის ბავშვები, რომლებიც არასრულფასოვნად, ერთფეროვანი საკვებით იკვებებიან. ერთ-ერთ რისკს ასევე წარმოადგენს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში არაადაპტირებული კვების მიღება, კერძოდ, ძროხის რძის მიღება:

რაც შეეხება კლინიკურ სიმპტომატიკას, პედიატრის თქმით, ეს არის კანის სიმშრალე, თმების ადვილად მტვრევადობა, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე:

,,სიმპტომატიკა შესაძლოა, გაცილებით მოგვიანებით ფაზაში გამოვლინდეს და ანემია პირველ ეტაპზე პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. როდესაც პრევენციული ღონისძიებები დროულად არის მიღებული, რა თქმა უნდა, რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკები მინიმუმამდეა შემცირებული. ბავშვები ანემიის პრევენცია პირველ რიგში გულისხმობს სრულფასოვან კვებას და პედიატრის მიერ მუდმივ მონიტორინგს,'' - აღნიშნავს ეკა უბერი. 

წყარო: ​,,შენი დილა''


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“
პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება არ არის რეკომენდებული, რა არის ამის მიზეზი? - აღნიშნულ კითხვაზე ​Momsedu.ge​-ს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვი...
შეიძლება თქვენს შვილს ანემია ჰქონდეს და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდეთ - რომელი კატეგორ...
ჩვილის ორგანიზმის ანემიისგან დასაცავად, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ პატარა საკმარისი რაოდენობით რკინას იღებს. ვიდეორგოლში გთავაზობთ საინტერესო რჩევებს, რომლებიც ანემიის სიმტპომების ამოცნობასა და მისი...
ლეიკემიის ადრეული ნიშნები ბავშვებში
​ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ლეიკემიის დროს ორგანიზმში ანომალიური თეთრი უჯრედები სისხლში ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. თეთრი უჯრედები უმეტესად ძვლის ტვინში იწარმოება. ლე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

„იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს მხარი დაუჭირა,“ - თამარ გაბუნიას განცხადება

იმუნიზაციის საბჭოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას მხარი დაუჭირა:

„იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ ​აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანთან სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით.“

თამარ გაბუნიამ 60 წლის ზემოთ სინოფარმ/სინოვაკით აცრილი პირებისთვის ბუსტერ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალ შესწორებაზეც ისაუბრა.

„ახალი შესწორება ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც არიან აცრილი სინოფარმ/სინოვაკის ორი დოზით, ბუსტერ დოზის გამოყენებას არა ექვსი თვის შემდეგ, არამედ მეორე აცრიდან სამი თვიდან ექვსი თვის ინტერვალში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​ტელეკომპანია „მაესტრო“

წაიკითხეთ სრულად