Baby Bag

„პერეკისის“ უკონტროლო მიღება სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს!

„პერეკისის“ უკონტროლო მიღება სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს!
ექიმი გიორგი ღოღობერიძე წყალბადის ზეჟანგის ანუ პეროქსიდის გამოყენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:

წყალბადის ზეჟანგის ანუ პეროქსიდის („პერეკისის“) დალევა არ გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და არ დაგიცავთ ინფექციისგან! „პერეკისის“ უკონტროლო მიღება სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს!

ყველამ უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19? - აქტუალურ კითხვას ხათუნა ზახაშვილი პასუხობს
უნდა მოიხადოს თუ არა კოვიდ-19 ყველამ? - აქტუალურ კითხვას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპ...
თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე ნაკლები დაგვიფიქსირდება, ან თუნდაც 38, არ ვიღებთ სიცხის დამწევ...
ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს რეკომენაციებს Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის დროს. ექიმის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი, მეზობელი მწერს დაბნეული...

შეიძლება დაინტერესდეთ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

წაიკითხეთ სრულად